კოატლიკუეს ქანდაკება: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
შემოწმების მიზნით 1 წიგნის დამატება (20210118)) #IABot (v2.0.8) (GreenC bot
შემოწმების მიზნით 1 წიგნის დამატება (20211118)) #IABot (v2.0.8.2) (GreenC bot
 
ხაზი 15:
'''კოატლიკუეს ქანდაკება''' — [[ანდეზიტი]]სგან გაკეთებული ქანდაკება 2,7 მ სიმაღლით, ითვლება [[აცტეკები მითოლოგია|აცტეკების]] ქალღმერთ [[კოატლიკუე]]ს („ის გველის კაბაშია“) გამოსახულებად. ამჟამად ინახება [[ანთროპოლოგიის ეროვნული მუზეუმი|ანთროპოლოგიის ეროვნულ მუზეუმში]], [[მეხიკო]]ში. ქანდაკების ფუძეში არის რელიეფი ღმერთ [[ტლალტეკუტლი]]ს („მიწის მბრძანებელი“) გამოსახულებით.
 
ქანდაკება იპოვეს მეხიკოს მთავარ მოედანზე გათხრების დროს, [[1790]] წლის [[13 აგვისტო]]ს. [[17 დეკემბერი|17 დეკემბერს]] მისგან არც თუ ისე შორს აღმოაჩინეს [[მზის ქვა]] (რომელსაც შეცდომით [[აცტეკების კალენდარი|აცტეკების კალენდარს]] უწოდებენ). აღმოჩენას იკვლევდა ადგილობრივი მეცნიერი ანტონიო დე ლეონ ი გამა, რომელსაც ეს ქანდაკება შეცდომით ეგონა ღმერთ [[ტეოიამიკი]]ს გამოსახულება<ref>{{cite book |author=León y Gama, Antonio de |year=1792 |title=Descripción histórica y cronológica de las dos piedras |location=México |publisher=Impr. de Don F. de Zúñiga y Ontiveros}}</ref>. კრეოლებსა და ევროპელებს ქანდაკება ეგონათ უაზრო და საშინელი ურჩხული, როდესაც ადგილობრივმა ინდიელებმა მას თაყვანისცემა დაუწყეს, ქანდაკებას ყვავილებით რთავდნენ და მის წინ სანთლებს დებდნენ. ასეთი ქმედებები რომ აეცილებინათ თავიდან, ქანდაკება [[მეხიკოს ნაციონალური ავტონომიური მუზეუმი]]ს ბაღში დამარხეს, რომ არავის ენახა.<ref>{{cite book |author=Leask, Nigel |year=2004 |origyear=2002 |title=Curiosity and the Aesthetics of Travel Writing, 1770–1840: From an Antique Land |url=https://archive.org/details/curiosityaesthet0000leas |location=Oxford |publisher=Oxford University Press |isbn=0-19-926930-0 |pages=pp. 278, 313}}</ref>
 
[[ფაილი:Coatlicue backside.JPG|thumb|200px|left|[[კოატლიკუე]]ს ქანდაკება უკნიდან]]