თაგვანა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''თაგვანა''' — [[მღრღნელები|მღრღნელების]] გვარი [[თაგვანასებრნი|თაგვანასებრთა]] (Sminthidae) ოჯახისა. გავრცელებული არიან [[ევრაზია|ევრაზიის]] ბორეალურ ნაწილში. გარეგნულად ერთმანეთისგან მცირედ განსხვავდებიან და სახეობების რაოდენობა ბოლომდე დადგენილი არ არის. მოიცავს 20-მდე სახეობას, რომელთაგან სამი — [[კავკასიური თაგვანა|კავკასიური]], [[ქლუხორის თაგვანა|ქლუხორისა]] და [[ყაზბეგური თაგვანა|ყაზბეგური]] — შეტანილია [[საქართველოს წითელი ნუსხა|საქართველოს წითელ ნუსხაში]]. სხეულის სიგრძეა 5–9 სმ, კუდისა — შესამჩნევად გრძელი — 6,5–11,6 სმ. თავი შედარებით დიდია, ყურები და თვალები ასევე დიდი ზომისაა. უკანა კიდურები წინებს სიგრძეში 2-ზე მეტჯერ აღემატება. ზურგი შეფერილია ყვითელ-ქვიშისფერიდან მუქ ყავისფრამდე, რიგ სახეობებს ზურგია შუაში გასდევს მუქი ზოლი. აქტიურები არიან შებინდებისას და ღამით. თავშესაფრებს პოულობენ მღრღნელების სოროებში, ფესვების ქვეშ არსებულ სიცარიელეებში, ფუტურო ჯირკებში. [[ტყის თაგვანა]] (''S. betulina'') თხრის მოკლე და სწორ სოროებს, ამოსასვლელს კი ხმელი ფოთლების „საცობით“ ფარავს. ტემპერატურის დაცემისას და აქტივობის პერიოდებს შორის შესვენებებში ახასიათებთ გაშეშებები. ზამთარს ძილში ატარებენ, გორგალივით დაეხვევიან და კუდს სხეულის გარშემო შემოიტარებენ. იკვებებიან [[თესლი (ბოტანიკა)|თესლებით]], [[კენკრა|კენკრით]], მცენარის წვნიანი ნაწილებით. რაციონში შესამჩნევი ადგილი უკავია [[მწერები|მწერებსა]] და სხვა [[უხერხემლოები|უხერხემლო ცხოველებს]]. წელიწადში ერთხელ მრავლდებიან, ერთ დაყრაზე შობენ 3–7 ნაშიერს. რიცხოვნობა ყველგან არც ისე დიდია, მაგრამ სტაბილური.<ref name="დრე">{{დრე წიგნი |ავტორი=Щипанов Н. А. |სათაური=Мышовковые |ტომი=21 |გვ=561 |id=2241125}}</ref> [[სომხური თაგვანა]] (''S. armenica'') შეტანილია [[ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირი|ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის]] წითელ ნუსხაში როგორც კრიტიკულ საფრთხეში მყოფი სახეობა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თაგვანა“-დან