სელიმ I: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 32:
==ბიოგრაფია==
მამის, სულთან [[ბაიაზიდ II]]-ის მმართველობის პერიოდში იყო [[ტრაპიზონი]]ს [[სანჯაყ-ბეი]].
სელიმ I განაგრძობდა თავისი წინაპრების დამპყრობლურ პოლიტიკას. ტახტზე ასვლის შემდეგ, [[შიიზმი|შიიზმთან]] ბრძოლის დევიზით გამოვიდა სეფიანთა [[ირანი]]ს წინააღმდეგ და [[1512]]-[[1514]] წლებში [[ანატოლია]]ში მოაწყო [[შიიტები]]ს ჟლეტა, [[1514]] წელს [[ჩალდირანის ბრძოლა]]ში დაამარცხა [[სეფიანთა იმპერია|სეფიანთა ირანის]] შაჰი [[ისმაილ I]] და მიიტაცა [[დასავლეთ სომხეთი]], [[ქურთისტანი]] და ზოგიერთი სხვა ტერიტორია. [[1515]] წელს დაასრულა აღმოსავლეთ [[ანატოლია|ანატოლიისა]] და [[სომხეთი]]ს დაპყრობა, [[1516]] წელს დაიპყრო ჩრდილოეთი [[ერაყი]], [[სირია]], [[პალესტინა]], [[1517]] წელს — [[ეგვიპტე]]. ამის შემდეგ წმინდა მუსულმანურმა [[ქალაქი|ქალაქებმა]] [[მექა]]მ და [[მედინა]]მ აღიარეს [[ოსმალეთი]]ს სულთნების უზენაესობა. სელიმმა მიითვისა [[ხალიფა]]ს წოდება, რამაც მნიშვნელოვნად აამაღლა ოსმალეთის სულთნების ავტორიტეტი მუსულმანურ სამყაროში. [[1519]] წელს ჩაახშო [[ჯელალიების აჯანყება]]. გარდაიცვალა [[1520]] წლის [[22 სექტემბერი|22 სექტემბერს]], 54 წლის ასაკში. მის შემდეგ ტახტზე ავიდა მისი ერთადერთი ვაჟი, [[სულეიმან I]], რომლის მმართველობის პერიოდში ოსმალეთის პორტა განვითარების უმაღლეს მწვერვალს აღწევს.
|