ყაფლან I გირეი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 51:
[[1713]] წელს ყაფლან გირეი ისევ დაბრუნდა სახანოს ხელისუფლების სათავეში. მეორე მმართველობის დროს მოუწია [[ყუბანი|ყუბანში]] მცხოვრები [[ნოღაის ურდო|ნოღაელების]] ამბოხის ჩახშობა. ამ აჯანყებას მისი ძმისშვილი, ბაჰთი გირეი მეთაურობდა. ამის შემდგომ [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალებმა]] ყაფლან I გაიწვიეს [[ჰაბსბურგები]] წინააღმდეგ ომში დასახმარებლად, მაგრამ ყირიმელმა ბეგებმა უარი თქვეს მისთვის სამხედრო ძალის მიწოდებაზე. მიუხედავად იმისა, რომ ხანმა მაინც მოახერხა ჯარის შეკრება და [[უნგრეთი]]ს საზღვრამდე მიყვანა, მან დააგვიანა, რადგან ოსმალები უკვე დამარცხდნენ. [[1716]] წელს [[აჰმედ III|აჰმედ III]]-ის ბრძანებით ყაფლანმა დატოვა [[ყირიმის სახანო|ყირიმის]] ტახტი მისი ნათესავის, [[დევლეთ III გირეი|დევლეთ III]]-ის სასარგებლოდ და საცხოვრებლად [[ბურსა]]ში გადავიდა.
 
[[1730]] წელს, როდესაც [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთმა]] ყაფლან I გირეი მესამედ დააბრუნა ყირიმის ტახტზე. [[1735]] წელს სულთან [[მაჰმუდ I|მაჰმუდმა]] მას [[სეფიანთა იმპერია|სეფიანთა ირანის]] წინააღმდეგ ლაშქრობის დაწყება უბრძანა. ყაფლანმა სულთანს ურჩია, გულდასმით აწონ-დაწონილიყო და ეფიქრა ამ ომის ყველა შესაძლო შედეგზე. ირანი გაძლიერებული [[რუსეთის იმპერია|რუსეთის იმპერიის]] მოკავშირე იყო და ყირიმელთაგან ასეთ აგრესიას შეიძლება გამოეწვია რუსებთან [[რუსეთ-ოსმალეთის ომი (1735-1739)|ახალი ომი]]. სულთანმა არ გადაიფიქრა თავისი გადაწყვეტილება, ყაფლან გირეიც დაემორჩილა მის ბრძანებას და ჩრდილოეთ კავკასიის გავლით [[სეფიანთა ირანი|სეფიანთა]] ფრონტისკენ გაემართა. მარბიელი ლაშქრობების შემდეგ არგუნის ხეობაში [[ჩეჩნები]]ს დიდ წინააღმდეგობას შეხვდა, რის შედეგადაც სასტიკად დამარცხდა. [[რუსეთის იმპერია|რუსეთის]] ჯარებმა, როგორც ყაფლანი ელოდა, წამოიწყეს შეტევა [[ყირიმის სახანო|ყირიმზე]] და [[1736]] წლის გაზაფხულზე დამანგრეველი თავდასხმა მოაწყვეს სახანოს ტერიტორიაზე. მათმა შემოსევამ გამოიწვია მრავალი მსხვერპლი და ნგრევა (კერძოდ, დედაქალაქ [[ბახჩისარაი]]ში არსებული ხანის სასახლე გადაწვეს, ასევე [[ყირიმის სახანო]]ს ერთადერთი პორტი კეზლევი). სულთნის ბრძანებით ყაფლანი ნაჩქარევად დაბრუნდა ყირიმში, მაგრამ ჯარში გამეფებული განხეთქილების გამო, მან ვერ შეძლო თავდაცვის სათანადო ორგანიზება. [[რუსეთის იმპერია|რუსეთის]] არმიამ ყირიმი ეპიდემიის გამო დატოვეს.
 
ამის შემდგომ, [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალთა]] სულთნის [[დივანი]]ს განკარგულებით ყაფლან გირეი ჩამოშორდა სახელმწიფო საქმიანობას და თურქეთში გადასახლდა. გარდაიცვალა [[1738]] წელს, [[ეგეოსის ზღვა|ეგეოსის ზღვის]] პირას მდებარე ქალაქ [[ჩეშმე|ჩეშმეში]], დაკრძალეს იქვე. მოგვიანებით მისმა ვაჟმა, [[სელიმ II გირეი|სელიმმა]] შეძლო [[ყირიმის სახანო|ყირიმის]] ხანის ტიტულის მიღება.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ყაფლან_I_გირეი“-დან