რუსეთ-ოსმალეთის ომი (1735-1739): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
 
ხაზი 2:
[[ფაილი:Theatrum Belli Ao MDCCXXXVII. L'Isle.png|მინი|საბრძოლო მოქმედებების არეალი 1737 წელს.]]
{{რუსეთ-ოსმალეთის ომები}}
'''რუსეთ-ოსმალეთის 1735-1739 წლების ომში''' [[რუსეთი]] მიზნად ისახავდა [[შავი ზღვა|შავ ზღვაზე]] გასვლას და სამხრეთი ოლქების უშიშროების უზრუნველყოფას ყირიმელი თათრების თავდასხმებისაგან. [[1732]] და [[1735]] წწ. რუსეთმა [[ირანი|ირანს]] დაუბრუნა კასპიისპირა პროვინციები იმ ვარაუდით, რომ იგი კვლავ გაძლიერებულიყო და [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთს]] დაპირისპირებოდა. რუსეთის მთავრობა ამაოდ იმედოვნებდა [[ირანი]]ს გამოყენებას ოსმალეთის წინააღმდეგ - რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს ირანი განზე გადგა. კასპიისპირეთიდან რუსეთის ჯარის გასვლა კონსტანტინოპოლში რუსეთის სისუსტედ ჩათვალეს. ყირიმის ხანმა [[ასლან-ყაფლან I გირეი|ყაფლან გირეიმ]] [[1735]] წელს ჩრდილოეთ [[კავკასია]]ზე გაილაშქრა. გახშირდა ყირიმელი თათრების თავდასხმები [[უკრაინა]]ზე. [[საფრანგეთი]]ს წაქეზებით ოსმალეთმა ომი დაიწყო. რუსეთის სარდლობის [[1736]] წლის გეგმა გულისხმობდა ორი მიმართულებით მოქმედებას: ერთი მხრივ აზოვის დაკავებას, ხოლო მეორე მხრივ, მთავარი ძალებით ყირიმში შეჭრას. 19 ივნისს 28-ათასიანმა რუსეთის დონის არმიამ [[აზოვი]] დაიკავა, ხოლო 62-ათასიანმა დნეპრის არმიამ [[პერეკოპი]] აიღო, ყირიმში შეიჭრა და 17 ივნისს [[ბახჩისარაი]]ც დაიკავა, მაგრამ ყირიმში ვეღარ გამაგრდა და უკან გაბრუნდა. [[1737]] წელს რუსეთის ჯარებმა ერთდროულად განაახლეს შეტევა ყირიმისა და ოჩაკოვის მიმართულებით, ივლისში [[ოჩაკოვი]] აიღეს, ყირიმში კი ყარასუბაზრის აღება მოახერხეს, მაგრამ, მიუხედავად ამ წარმატებებისა, რუსეთის ჯარი იძულებული იყო ყირიმიდან კვლავ წასულიყო. [[1737]] წლის ივლისის ომში რუსეთის მოკავშირე [[ავსტრია]]ც ჩაება. ამასობაში ნემიროვში მშვიდობიანი მოლაპარაკებაც გაიმართა, მაგრამ შედეგს ვერ მიაღწიეს, ამიტომაც საომარო მოქმედებები კვლავ განახლდა. ფრონტზე საერთო სირთულეს ჭირის ეპიდემიაც დაერთო, რუსეთის ჯარს ოჩაკოვისა და კინბურნის დატოვება მოუხდა. 1739 წელს რუსეთის 58-ათასიან არმია ხოტინისაკენ გაემართა, სტავუჩანთან დაბანაკებული ოსმალები გაანადგურა, შემდეგ ხოტინი და იასი აიღო. ავსტრიელები კი დამარცხდნენ და 1739 წლის 7 სექტემბერს ოსმალებთან სეპარატული ხელშეკრულება დადეს. 18 სექტემბერს [[ბელგრადი|ბელგრადში]] ხელი მოაწერეს რუსეთ-ოსმალეთის საზავო ხელშეკრულებას. რუსეთმა აზოვი მიიღო იმ პირობით, რომ იქ არავითარ სიმაგრეს არ ააგებდა, ხოლო ომის მსვლელობის დროს დანარჩენი დაკავებული ტერიტორია ოსმალეთს დაუბრუნდა.
 
== ლიტერატურა ==