ყაფლან I გირეი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 52:
[[1713]] წელს ყაფლან გირეი ისევ დაბრუნდა სახანოს ხელისუფლების სათავეში. მეორე მმართველობის დროს მოუწია [[ყუბანი|ყუბანში]] მცხოვრები [[ნოღაის ურდო|ნოღაელების]] ამბოხის ჩახშობა. ამ აჯანყებას მისი ძმისშვილი, ბაჰთი გირეი მეთაურობდა. ამის შემდგომ [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალებმა]] ყაფლან I გაიწვიეს [[ჰაბსბურგები]] წინააღმდეგ ომში დასახმარებლად, მაგრამ ყირიმელმა ბეგებმა უარი თქვეს მისთვის სამხედრო ძალის მიწოდებაზე. მიუხედავად იმისა, რომ ხანმა მაინც მოახერხა ჯარის შეკრება და [[უნგრეთი]]ს საზღვრამდე მიყვანა, მან დააგვიანა, რადგან ოსმალები უკვე დამარცხდნენ. [[1716]] წელს [[აჰმედ III|აჰმედ III]]-ის ბრძანებით ყაფლანმა დატოვა [[ყირიმის სახანო|ყირიმის]] ტახტი მისი ნათესავის, [[დევლეთ III გირეი|დევლეთ III]]-ის სასარგებლოდ და საცხოვრებლად [[ბურსა]]ში გადავიდა.
 
[[1730]] წელს, როდესაც [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთმა]] ყაფლან I გირეი მესამედ დააბრუნა ყირიმის ტახტზე, სულთან [[მაჰმუდ I|მაჰმუდმა]] მას [[სეფიანთა იმპერაი|სეფიანთა ირანის]] წინააღმდეგ ლაშქროიბს დაწყება უბრძანა. ყაფლანმა სულთანს ურჩია, გულდასმით აწონ-დაწონილიყო და ეფიქრა ამ ომის ყველა შესაძლო შედეგზე. ირანი გაძლიერებული [[რუსეთის იმპერია|რუსეთის იმპერიის]] მოკავშირე იყო და ყირიმელთაგან ასეთ აგრესიას შეიძლება გამოეწვია ახალი ომი. სულთანმა არ გადაიფიქრა თავისი გადაწყვეტილება, ყაფლან გირეიც დაემორჩილა მის ბრძანებას და ჩრდილოეთ კავკასიის გავლით სპარსეთის[[სეფიანთა ირანი|სეფიანთა]] ფრონტისკენ გაემართა. შედეგი იყო ჩეჩნების სასტიკი წინააღმდეგობა მათ ტერიტორიაზე, რომელიც დასრულდა ხანის ჯარების ადგილობრივი დამარცხებით არგუნის ხეობაში (თანამედროვე[[ჩეჩნები]]ს სახელწოდებაასასტიკ ხანკალასწინააღმდეგობას ხეობაშეხვდა, რომელსაც ხან კაპლანის სახელი ეწოდა ყირიმელებთანრის ჩეჩნებისშედეგადაც ბრძოლისსასტიკად შემდეგ)დამარცხდა.
 
გარდაიცვალა [[1738]] წელს, [[ეგეოსის ზღვა|ეგეოსის ზღვის]] პირას მდებარე ქალაქ [[ჩეშმე|ჩეშმეში]], დაკრძალეს იქვე.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ყაფლან_I_გირეი“-დან