ყაფლან I გირეი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 50:
ყაფლან გირეი მამამისისა და მისი ძმა [[გაზი III გირეი|გაზის]] მმართველობის პერიოდში დანიშნული იყო [[ნურედინი|ნურედინად]]. [[1707]] წელს პირველად მიიღო ხანის ტიტული. ყაფლანი შეეცადა ჩერქეზი მთავრების [[ყირიმის სახანო|ყირიმის სახანოს]] დაქვემდებარებაში დაბრუნებას. გადავიდა 10 ათას კაციანი არმიით ჩერქეზეთში, მაგრამ დამარცხდა, რის გამოც [[1709]] წელს [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალებმა]] გადააყენეს თანამდებობიდან და მისი უფროსი ძმით, [[დევლეთ II გირეი|დევლეთ II გირეით]] შეცვალეს.
 
[[1713]] წელს ყაფლან გირეი ისევ დაბრუნდა სახანოს ხელისუფლების სათავეში. მეორე მმართველობის დროს მოუწია [[ყუბანი|ყუბანში]] მცხოვრები [[ნოღაის ურდო|ნოღაელების]] ამბოხის ჩახშობა. ამ აჯანყებას მისი ძმისშვილი, ბაჰთი გირეი მეთაურობდა. ამის შემდგომ [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალებმა]] ყაფლან I გაიწვიეს [[ჰაბსბურგები]] წინააღმდეგ ომში დასახმარებლად, მაგრამ ყირიმელმა ბეგებმა უარი თქვეს მისთვის სამხედრო ძალის მიწოდებაზე. მიუხედავად იმისა, რომ ხანმა მაინც მოახერხა ჯარის შეკრება და [[უნგრეთი]]ს საზღვრამდე მიყვანა, მან დააგვიანა, რადგან ოსმალები უკვე დამარცხდნენ. [[1716]] წელს [[აჰმედ III|აჰმედ III]]-ის ბრძანებით ყაფლანმა დატოვა [[ყირიმის სახანო|ყირიმის]] ტახტი მისი ნათესავის, [[დევლეთ III გირეი|დევლეთ III]]-ის სასარგებლოდ და საცხოვრებლად [[ბურსა]]ში გადავიდა.
 
გარდაიცვალა [[1738]] წელს, [[ეგეოსის ზღვა|ეგეოსის ზღვის]] პირას მდებარე ქალაქ [[ჩეშმე|ჩეშმეში]], დაკრძალეს იქვე.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ყაფლან_I_გირეი“-დან