უდმურტეთი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 38:
 
== ისტორია ==
დღევანდელი უდმურეთის ტერიტორიაზე მოსახლეობდნენ [[ფინურ-უნგრული]] მოდგმის ხალხები - თანამედროვე უდმურტების წინაპრები. შუა საუკუნეებში უდმურტების მიწები რუსული სამთავროებისა და [[ყაზანის სახანო]]ს შორის დაპირისპირების საგანს წარმოადგენდა. [[1552]] წელს, სახანოს დაცემის შემდეგ, უდმურტეთის ტერიტორია [[ყაზანის გუბერნია|ყაზანის]] და [[ვიატკის გუბერნია|ვიატკის გუბერნიებს]] შორის გაიყო. უდმურტები ვოლგისპრეთის სხვა ხალხებთან ერთად აქტიურად მონაწილეობდნენ [[სტეფანე რაზინი]]სა და [[ემელიან პუგაჩოვი]]ს გლეხთა აჯანყებებში. მე-20 საუკუნის დასაწყისიდან დაიწყო რეგიონის სამრეწველო ათვისება, რასაც თან მოსახლეობის მნიშვნელოვანი მიგრაცია მოყვა. რუსეთში საბჭოთა ხელისუფლების სათავესი მოსვლის შემდეგ, [[1920]] წლის 4 ნოემბერს გამოცხადდა უდმურტეთის (ვოტების) ავტონომიური ოლქის შექმის შესახებ, რომელიც [[1934]] წლის 28 დეკემბრიდან [[ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა|ავტონომიურ საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკად]] გამოცხადდა. [[მეორე მსოფლიო ომი]]ს პერიოდში უდმურტეთში ევაკუირებული იქნა დასავლეთის ფრონტისპირა საწარმოების ნაწილი, რამაც რეგიონის სამრეწველო განვითარებას შეუწყო ხელი. [[საბჭოთა კავშირი]]ს დაშლამდე ცოტა ხნით ადრე, [[1990]] წლის 20 სექტემბერს, უდმურტეთი [[რუსეთის ფედერაცია]]ში შემავალ რესპუბლიკად გამოცხადდა.
 
== დემოგრაფია ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/უდმურტეთი“-დან