პროკოპი კესარიელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
გვერდი შეიცავდა არასწორ ინფორმაციას წლებთან დაკავშირებით.
იარლიყები: გაუქმებულია რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
გუკა მალხაზის ძე ხუჯაძე-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Jaba1977-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
ხაზი 1:
'''პროკოპი კესარიელი''' (დ. დაახლ. 507 – გ. 563562 წლის შემდეგ) — [[ბიზანტიის იმპერია|ბიზანტიელი]] ჟამთააღმწერელი, [[იუსტინიანე I (ბიზანტია)|იუსტინიანე I-ის]] კარის ისტორიკოსი, იურისტი და დიპლომატი. წარმოშობით ებრაელი, [[პალესტინა|პალესტინის]] ქალაქ კესარეიდან, წარჩინებული და შეძლებული ოჯახიშვილი, მიიღო ბრწყინვალე განათლება. მალე დაწინაურდა სასახლის კარზე და [[527]] წლის შემდეგ იუსტინიანე I-ის სარდალ [[ველისარიუსი|ველისარიუსს]] ახლდა როგორც მისი პირადი მდივანი [[ჩრდილოეთი აფრიკა|ჩრდილოეთ აფრიკის]], [[იტალია|იტალიისა]] და [[სპარსეთი]]ს ლაშქრობებში. პროკოპი კესარიელის მთავარი ნაშრომია „იუსტინიანეს ომების ისტორია“ 8 წიგნად, რომელშიც აღწერილია ბიზანტიელთა ომები [[ვანდალები|ვანდალებთან]], [[გუთები|გუთებთან]] და სპარსელებთან, აგრეთვე [[VI საუკუნე|VI საუკუნის]] I ნახევრის პოლიტიკური მოვლენები. პროკოპი კესარიელი აგრეთვე ავტორია პანეგირიკისა „აღმშენებლობათა შესახებ“, რომელიც მოგვითხრობს იუსტინიანე I-ის საამშენებლო საქმიანობაზე მთელი იმპერიის ფარგლებში.
 
მოგვიანებით დადგინდა რომ პროკოპი კესარიელს ეკუთვნის „საიდუმლო ისტორია“ ფარულად დაწერილი თხზულება, რომელშიც იუსტინიანესა და დედოფალ [[თეოდორა (დედოფალი)|თეოდორას]] მძაფრი კრიტიკაა მოცემული, აგრეთვე აღწერილია მათი დანაშაულებრივი საქმიანობა. პროკოპი კესარიელმა ყველაზე უხვი და უმნიშვნელოვანესი ცნობები დაგვიტოვა [[საქართველო]]ს შესახებ.