მდელო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
დაემატა კატეგორია:სტეპები გაჯეტ HotCat-ით
No edit summary
 
ხაზი 1:
{{მუშავდება/ძირი|[[სპეციალური:Contributions/გიო ოქრო|გიო ოქრო]].|7|11|2021}}
[[ფაილი:Blumenwiese bei Obermaiselstein05.jpg|250პქ|მინი|მარჯვნივ|ყვავილოვანი მდელო]]
'''მდელო''' — ეკოსისტემის ტიპი, რომლის [[ავტოტროფული ორგანიზმები|ავტოტროფული]] კომპონენტი წარმოდგენილია უპირატესად [[მეზოფილური მცენარეები|მეზოფილური]] და [[მეზოტროფული მცენარეები|მეზოტროფული]] [[მრავალწლოვანი მცენარეები|მრავალწლიანი]] [[ბალახოვანი მცენარე|ბალახებით]], რომლებიც მთელი [[სავეგეტაციო პერიოდი|სავეგეტაციო პერიოდის]] განმავლობაში უწყვეტად ვითარდებიან. მდელოების უმრავლესობა გაჩნდა ჭრისა და ხანძრების შედეგად ამოყრილი ტყეებისა და ბუჩქნარების, დამშრალი ჭაობებისა და ტბების ადგილას. ბუნებრივი მდელოები ყალიბდებიან ხანგრძლივად წყლით დაფარულ [[ჭალა|ჭალებში]], ზღვის სანაპიროებსა და [[ლიმანი|ლიმანების]] ნაპირებზე [[სტეპის ზონები|სტეპის]] რეგიონებში, მთის ზედა სარტყლებში და სხვ. მდელოსათვის დამახასიათებელია ნიადაგის ზედა ფენის — [[კორდი|კორდის]] წარმოქმნა, რომელშიც ჩაზრდილია ბალახების [[ფესვი|ფესვები]] და [[ფესურა|ფესურები]]. მთლიანი ფიტომასიდან მიწისქვეშა ნაწილი, ჩვეულებრივ, 3–5 და მეტჯერ აჭარბებს მიწისზედას. მდელოს საზოგადოებებში, ძირითადად, დომინირებენ [[მარცვლოვანნი|მარცვლოვნები]] და [[ისლისებრნი]]. მდელო ძვირფასი საკვები სავარგულია, გამოიყენება როგორც [[სათიბი]] და [[საძოვარი]]; დამახასიათებელია მკვეთრად გამოხატული სეზონური და სხვადასხვაწლიური ცვალებადობა და სწრაფი ცვლილებები ძოვების, თიბვისა და მელიორაციის ზემოქმედების შედეგად. განარჩევენ კონტინენტურ, ჭალის და მაღალმთიან მდელოებს.<ref name=":0">{{დრე წიგნი |ავტორი=Баландин С. А. |სათაური=Луг |ტომი=18 |გვ=95 |id=2149610}}</ref>
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მდელო“-დან