მდელო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{მუშავდება/ძირი|[[სპეციალური:Contributions/გიო ოქრო|გიო ოქრო]].|7|11|2021}}
[[ფაილი:Blumenwiese bei Obermaiselstein05.jpg|250პქ|მინი|მარჯვნივ|ყვავილოვანი მდელო]]
 
'''მდელო''' — ეკოსისტემის ტიპი, რომლის [[ავტოტროფული ორგანიზმები|ავტოტროფული]] კომპონენტი წარმოდგენილია უპირატესად [[მეზოფილური მცენარეები|მეზოფილური]] და [[მეზოტროფული მცენარეები|მეზოტროფული]] [[მრავალწლოვანი მცენარეები|მრავალწლიანი]] [[ბალახოვანი მცენარე|ბალახებით]], რომლებიც მთელი [[სავეგეტაციო პერიოდი|სავეგეტაციო პერიოდის]] განმავლობაში უწყვეტად ვითარდებიან. მდელოების უმრავლესობა გაჩნდა ჭრისა და ხანძრების შედეგად ამოყრილი ტყეებისა და ბუჩქნარების, დამშრალი ჭაობებისა და ტბების ადგილას. ბუნებრივი მდელოები ყალიბდებიან ხანგრძლივად წყლით დაფარულ [[ჭალა|ჭალებში]], ზღვის სანაპიროებსა და [[ლიმანი|ლიმანების]] ნაპირებზე [[სტეპის ზონები|სტეპის]] რეგიონებში, მთის ზედა სარტყლებში და სხვ. მდელოსათვის დამახასიათებელია ნიადაგის ზედა ფენის — [[კორდი|კორდის]] წარმოქმნა, რომელშიც ჩაზრდილია ბალახების [[ფესვი|ფესვები]] და [[ფესურა|ფესურები]]. მთლიანი ფიტომასიდან მიწისქვეშა ნაწილი, ჩვეულებრივ, 3–5 და მეტჯერ აჭარბებს მიწისზედას. მდელოს საზოგადოებებში, ძირითადად, დომინირებენ [[მარცვლოვანნი|მარცვლოვნები]] და [[ისლისებრნი]]. მდელო ძვირფასი საკვები სავარგულია, გამოიყენება როგორც [[სათიბი]] და [[საძოვარი]]; დამახასიათებელია მკვეთრად გამოხატული სეზონური და სხვადასხვაწლიური ცვალებადობა და სწრაფი ცვლილებები ძოვების, თიბვისა და მელიორაციის ზემოქმედების შედეგად. განარჩევენ კონტინენტურ, ჭალის და მაღალმთიან მდელოებს.<ref name=":0">{{დრე წიგნი |ავტორი=Баландин С. А. |სათაური=Луг |ტომი=18 |გვ=95 |id=2149610}}</ref>
 
''კონტინენტური მდელოები'' მდინარეთა ჭალებს გარეთ მდებარეობს. განირჩევა მშრალი ხეობების (წყალგამყოფებზე და ფერდობებზე, დატენიანებული მხოლოდ [[ატმოსფერული ნალექები|ატმოსფერული ნალექების]] ხარჯზე) და ბარის (ახლო [[გრუნტის წყლები|გრუნტისწყლებიან]] დაბლობებზე) მდელოები. მშრალი ხეობის მდელო წარმოიქმნება [[ტყის ზონები|ტყის ზონაში]] ნატყევებზე, ტყის [[ეწერი ნიადაგი|ეწერ]] და [[რუხი ნიადაგი|რუხ ნიადაგებზე]]. ბარის მდელოები გავრცელებულია ტყის, [[ტყესტეპის ზონები|ტყესტეპისა]] და [[სტეპის ზონები|სტეპის ზონებში]]; მისი ნიადაგი უფრო მდიდარი, ხოლო [[ბალახთდგომა]] უფრო მოსავლიანია. ''ჭალის მდელოები'' დაკავშირებულია წყალდიდობის დროს დატბორილ მდინარეთა ხეობებთან. გავრცელებულია [[ტუნდრა|ტუნდრიდან]] [[უდაბნო|უდაბნოებამდე]]; ყველაზე დიდი ფართობით წარმოდგენილია ტყისა და ტყესტეპის რაიონებში. ისინი უფრო მოსავლიანი და სახეობრივი შემადგენლობით მრავალფეროვანია, ვიდრე კონტინენტური მდელოები. ''მაღალმთიანი მდელოები'' ([[სუბალპური მდელო|სუბალპური]] და [[ალპური მდელო|ალპური]]) გავრცელებულია ტენიანი, საკმაოდ თბილი კლიმატის მქონე მთის რაიონებში (მ.შ. [[ალპები]], [[კარპატები]], [[კავკასიონი]], [[ტიან-შანი]], [[ალთაი]], [[ურალის მთები|ურალი]] და სხვ.), ტყის ზედა საზღვრის მაღლა და ტყის სარტყელში, განადგურებული ტყეების ადგილზე. სუბალპური მდელო შედარებით მაღალი ბალახითაა წარმოდგენილი და გამოიყენება როგორც სათიბი და საძოვარი. იგი ალპურ მდელოზე უფრო მოსავლიანია. ამ უკანასკნელს დაბალი ბალახთდგომა აქვს, იყენებენ საძოვრად. პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით მდელოებს აკულტივირებენ (ასწორებენ ბურცობებს, აფხვიერებენ კორდს, შეაქვთ [[სასუქი|სასუქები]], თესენ ძვირფას ბალახებს და ა.შ., ტენის ნაკლებობის შემთხვევაში რწყავენ, ჭარბად დატენიანებულ მდელოებს აშრობენ).<ref name=":0" />
 
<gallery mode="packed" heights="130px">
ფაილი:Desert meadow in Eastern Washington.jpg|მშრალი ხეობის მდელო (კონტინენტური)
ფაილი:Flood-meadow near Hohenau 01.jpg|ჭალის მდელო წყალდიდობისას
ფაილი:Valley of flowers uttaranchal full view.JPG|[[ალპური მდელო]] (მაღალმთიანი)
</gallery>
 
== სქოლიო ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მდელო“-დან