ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
ხაზი 23:
==ისტორია==
 
„ახალი პოლიტიკური ცენტრი — გირჩი“ შეიქმნა „[[ერთიანი ნაციონალური მოძრაობა|ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან]]“ ოთხი დეპუტატის — [[ზურაბ ჯაფარიძე|ზურაბ ჯაფარიძის]], [[პავლე კუბლაშვილი|პავლე კუბლაშვილის]], [[გიორგი ხაჩიძე|გიორგიგოგა ხაჩიძისა]] და [[გიორგი მელაძე|გიორგი მელაძის]] წამოსვლის შემდეგ. პარტია საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირდა 18 მაისს, დამაფუძნებელი ყრილობა კი ჩაატარა 2016 წლის 16 აპრილს.<ref name=girchi>[http://netgazeti.ge/news/108541/ ნეტგაზეთი - “ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩის” თავმჯდომარედ ზურაბ ჯაფარიძე აირჩიეს] </ref>
 
[[საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2016|2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე]], [[2016]] წლის [[18 აგვისტო|18 აგვისტოს]] "გირჩმა" პარტიებთან: "[[სტრატეგია აღმაშენებელი|ახალი საქართველო]]", "[[სახელმწიფო ხალხისთვის]]" და "[[ახალი მემარჯვენეები]]" შექმნა ბლოკი "პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის", რომლის ლიდერიც ამავე სახელწოდების პარტიის ლიდერი, ყოფილი საოპერო ბანი, [[პაატა ბურჭულაძე]] იყო. [[27 სექტემბერი|27 სექტემბერს]], არჩევნებამდე 13 დღით ადრე, "გირჩმა" ბლოკი დატოვა და ბურჭულაძე შანტაჟში დაადანაშაულა, შედეგად პარტია არჩევნებს გამოეთიშა.
 
პარტიამ [[საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები 2017|2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში]] არ მიიღო მონაწილეობა.
 
[[საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები 2018|2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში]] პარტიის კანდიდატი მისი ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე იყო. ჯაფარიძემ არჩევნებში 2,26% (36 034 ხმა) აიღო და მეექვსე ადგილი დაიკავა.
 
[[საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020|2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში]] პარტიამ დამოუკიდებლად მიიღო მონაწილეობა და 2,89% (55 598 ხმა) აიღო, გადალახა 1%-იანი ბარიერი და პარლამენტში 4 დეპუტატი გაიყვანა.
 
2020 წელს, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, პარტია დატოვა მისმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ, რომელმაც ახალი პარტია [[გირჩი — მეტი თავისუფლება]] დაარსა.<ref>{{cite news |title=ზურაბ ჯაფარიძემ ახალი პარტია - „გირჩი - მეტი თავისუფლება“ დააფუძნა |url=https://www.interpressnews.ge/ka/article/635437-zurab-japarizem-axali-partia-girchi-meti-tavisupleba-daapuzna |access-date=21 თებერვალი, 2021 |work=www.interpressnews.ge |language=ka}}</ref>
 
[[საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები 2021|2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში]] პარტიამ 0,95% (16 683 ხმა) აიღო და მხოლოდ [[აბაშა|აბაშის]] საკრებულოში გადალახა 3% ბარიერი, სადაც მხოლოდ 1 დეპუტატი გაიყვანა.
 
პარტიის სიმბოლიკის ნაწილია მწვანე გირჩი თეთრ ფონზე, როგორც სიახლის სიმბოლო.