სარიტათის ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
 
ხაზი 1:
'''სარიტათის ეკლესია''' — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა [[ჯავის მუნიციპალიტეტი]]ს სოფელ [[სარიტათა]]ში. აგებულია განვითარებულ შუა საუკუნეებში. გეგმით სწორკუთხა ნაგებობა დარბაზული ტიპისაა. აღმოსავლეთიდან დასრულებულია ნახევარწრიული აბსიდით. საკურთხეველში გაჭრილია არქიტრავული სარკმელი, რომლის ორსავე მხარეს თითო, მაღალი, გეგმით ნახევარწრიული, თაღოვანი [[ნიში (არქიტექტურა)|ნიშია]]. კამარა ჩამონგრეულია. კონქზე დაშენებულია კედელი, რომელშიც არქიტრავული სარკმელია დატანებული. დასავლეთ კედელზე შემორჩენილია წყვილი ორსაფეხურიანი [[პილასტრი]]. ეკლესია ნაშენია ფლეთილი ქვით. მარკანტულ ნაწილებში გამოყენებულია კარგად დამუშავებული შირიმის ქვა. აღმოსავლეთ კედლის ფასადზ;ეფასადზე ჩატანებულია მოჩუქურთმებული კვადრები.
ძეგლს დაკარგული აქვს თავდაპირველი სახე. ჩუქურთმიანი ქვების სხვადასხვა ფრაგმენტები უსისტემოდაა ჩალაგებული კედლებში.