ლევან ცუცქირიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 9:
1960-იანი წლების შუა ხანებში ცუცქირიძემ შექმნა ილუსტრაციები [[შოთა რუსთაველი]]ს „ვეფხისტყაოსნისთვის“. ამ ილუსტრაციებით პოემა ორგზის ([[1970]], [[1980]]) გამოიცა გერმანიაში, გერმანულ ენაზე. გარდა ამისა, მას ეკუთვნის ილუსტრაციები [[იაკობ ცურტაველი]]ს („შუშანიკის წამება“), [[ვაჟა-ფშაველა|ვაჟა-ფშაველას]] („სტუმარ-მასპინძელი“, „გიგლია“, „გველისმჭამელი“ და სხვა), [[გალაკტიონ ტაბიძე|გალაკტიონ ტაბიძის]], [[ალექსანდრე ყაზბეგი]]ს („ხევისბერი გოჩა“), [[გრიგოლ ორბელიანი]]ს („სადღეგრძელო“) თხზულებებისათვის.
 
მის მიერ შესრულებული ვრცელი პანოები ამშვენებს თბომავალს „შოთა რუსთაველი“ და ფოთის[[ფოთი]]ს საზღვაო პორტის ადმინისტრაციულ შენობას. აღსანიშნავია ცუცქირიძის მიერ 1960-იანი წლების დამლევს შესრულებული ესკიზები [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი|თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის]] პირველი კორპუსის პანოსთვის (ეს პროექტი ვერ განხორციელდა).
 
ცუცქირიძის მიერ შესრულებულია დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ფრესკების საავტორო პირები, რასაც მეტად დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ამ ფრესკების ნაწილი განადგურებულია. [[1980]]-იანი წლების დამლევს ცუცქირიძემ მოხატა თბილისის სიონის საკათედრო ტაძარი. [[1998]] წელს წიგნის მოყვარულთა საზოგადოებამ „არსი“ 4 წიგნად გამოსცა მის მიერ დასურათებული „წმინდა ოთხთავი“ (ძვ. ბერძნულიდან თარგმნა ბ. ბრეგვაძემ).