ყუბილაი: განსხვავება გადახედვებს შორის

 
==მმართველობის პერიოდი==
ყუბილაიმ [[1260]] წელს, კორონაციაზე მიიღო გადაწყვეტილება: დედაქალაქი [[ყარაყორუმი (ქალაქი)|ყარაყორუმიყარაყორუმიდან]]დან ჩინეთის ტერიტორიაზე (თავდაპირველად [[კაიფინი|კაიფინში]], ხოლო [[1264]] წელს - [[პეკინი|ჯუნდუ]]ში, ახლანდელი [[პეკინი]]) გადაიტანა. [[1271]] წლის 18 დეკემბერს [[ჩინგიზიდები]]ს მონღოლურ დინასტიას ჩინური სახელი [[იუანის დინასტია|იუანი]] უწოდა, ხოლო 4 სახელმწიფოდ დაშლილ ([[ჰულაგუიანები]], [[ოქროს ურდო]], [[ჩაღათას ულუსი]] და [[მონღოლთა იმპერია|დიდი ყაენის იმპერია]]) [[მონღოლთა იმპერია|მონღოლთა იმპერიას]] სახელი შეუცვალა და [[იუანის დინასტია]] დაარქვა. [[1278]] წელს დაიპყრო [[ბირმა]], ხოლო [[1279]] წელს დაასრულა [[სამხრეთი სუნის დინასტია|სამხრეთ სუნის იმპერიის]] დარბევა და ამით მთელი ჩინეთი დაიმორჩილა.
 
[[ჩინეთი]]სა და [[ბირმა|ბირმის]] დაპყრობის შემდეგ, ყუბილაიმ დაიწყო ბრძოლა მთლიანი [[ინდოჩინეთი]]ს დასამორჩილებლად. [[1274]], [[1281]] და [[1293]] წლებში შეუტია [[იაპონია]]ს, მაგრამ უშედეგოდ. მრავალი წარმატების მიუხედავად, ყუბილაის ბევრი მოძულე გამოუჩნდა [[მონღოლეთი|მონღოლეთში]]. ამას განაპირობებდა მისი მიგრირება [[ჩინეთი|ჩინეთში]] და რელიგიური შეხედულებები. მას მალევე მოუწია საკუთარ ნათესავთან, კაიდუსთან ბრძოლა დიდი ყაენის ტახტისთვის. კაიდუ ყოფილი [[მონღოლთა იმპერიის მმართველთა სია|დიდი ყაენის]], [[უგედეი]]ს შვილიშვილი იყო და თავს ტახტის მემკვიდრედ თვლიდა. ნათესავებს შორის დაპირისპირება დიდ ხარჯად და სისხლისღვრად დაუჯდათ [[ჩინგიზიდები|ჩინგიზიდებს]].