სულგუნი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary |
No edit summary |
||
ხაზი 13:
|ცნობილია =
}}
'''სულგუნი''' (სულუგუნი; [[სვანური ენა|სვან.]] სჷლგინ, გუ̂ა̈რჯილ, ლჷჯმარე [[მეგრული ენა|მეგრ.]] სელეგინი) — [[საქართველო|ქართული]] [[ყველი|ყველის]] სახეობა. მზადდება [[ძროხა|ძროხის]] ან [[კამეჩი]]ს ახალმოწველილი რძისგან. ტრადიციულად [[სამეგრელო]]სა და [[სვანეთი]]ს რეგიონებში აწარმოებდნენ. სულგუნის დამზადებისას ახლად ამოყვანილ „ჩვილ“ ყველს ჩაჭრიან [[რძე]]ში ან თბილ [[წყალი|წყალში]] და ზელენ ხელით ვიდრე არ ამოიწელება. შემდეგ ამ მასას მოაყრიან [[მარილი|მარილს]], მრგვალ თავებად შეახვევენ, ერთხანს ცივ წყალში ამყოფებენ და მერე შესანახად ჩაყრიან წათხში. შენახვის ხანგრძლივობით გამოირჩევა შებოლილი სულგუნი, რომელიც მკვრივია და სპეციფიკური სასიამოვნო სუნი და გემო აქვს.<ref name="გოცირიძე" />
ახალ სულგუნს აქვს რძემჟავა გემო, დამარილებულს — მომლაშო სპეციფიკური. ყველის ცომი მკვრივია, ნასვრეტების გარეშე, ელასტიკური და ფენოვანია, რაც მას განასხვავებს ყველა სხვა სახის [[ყველი]]საგან. შეფერილობა თეთრიდან ღია მოყვითალომდეა. სულგუნის მშრალი ნივთიერება შეიცავს 45 % ტენს და 1–4 %-მდე [[სუფრის მარილი|სუფრის მარილს]].<ref>თ. კუნჭულია, შ. კიკალიშვილი. პური ჩვენი არსობისა: წიგნი I/ სოფლის მეურნეობა, თბ: პალიტრა L, 2016</ref>
|