თრდატ არშაკუნიანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{ინფოდაფა წარჩინებული|სახელი=თრდატ არშაკუნიანი|წოდებები=სომხეთის უფლისწული|საგვარეულო=არშაკუნიანები|მამა=ტიგრან VII|შვილი=გნელ არშაკუნიანი}} '''თრდატ არშაკუნიანი''' ({{Lang-hy...
 
No edit summary
ხაზი 5:
== ბიოგრაფია ==
თრდატის დაბადების თარიღი უცნობია. იგი იყო სომხეთის მეფე [[ტიგრან VII]]-ისა და მისი უცნობი სახელის მქონე მეუღლის რიგით მესამე ძე<ref>Movses Khorenatsi’ History of Armenia, 5th Century, Book III, Chapter 13</ref>. მამამისი სომხეთში 339-დან 350 წლამდე მეფობდა. თრდატის რიგით მეორე უფროსი ძმა, [[არშაკ II]] გახდა მამის მემკვიდრე, რომელიც სომხეთში 350-დან 368 წლამდე მეფობდა, როგორც რომაელთა ვასალი. თავად თრდატს სახელი დაარქვეს მისი დიდი პაპის, სომხეთის გამაქრისტიანებელი მეფის, [[თრდატ III]]-ის ხსოვნის პატივსაცემად. როგორც წესი ეს სახელი სომხეთის პართიული წარმომავლობის მეფეებს ერქვათ ხოლმე.
[[ფაილი:Head of a king MET 65.126.jpg|მარცხნივ|მინი|284x284პქ|შაპურ II]]
 
ერთობ აგრესიული პოლიტიკის გამტარებელმა [[სასანიანთა ირანი|სასანიანთა ირანის]] შაჰმა [[შაპურ II]]-მ რომის იმპერიასა და მის მოკავშირეებს ომი გამოუცხადა, რის გამოც, პირველ რიგში მთელ სპარსეთსა და [[შუამდინარეთი|მესოპოტამიაში]] დაიწყო ქრისტიანების საშინელი დევნა და შევიწროვება, რადგან მათ ავტომატურად რომაელთა ჯაშუშებად აღიქვამდათ. შაპურ II-ის ამგვარმა ქმედებებმა მძიმე დარტყმა მიაყენა რომის პრესტიჟსა და ავტორიტეტს ახლო აღმოსავლეთში. ჯერ კიდევ თრდატის მმამის მეფობის დროს, შაპური თავისი ჯარებით შეიჭრა სომხეთში, რომელიც რომის ვასალი, ქრისტიანი მოკავშირე და მისი ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი იყო კავკასიაში. ამ შემოჭრისას შაპურმა მოახერხა და უფლისწული თრდატ არშაკუნიანი მისი ცოლ-შვილითურთ ტყვეებად აიყვანა. მიუხედავად მრჩეველთა მოწოდებისა, რომ გაეთავისუფლებინა ისინი, შაპურმა სომხეთის სამეფო ოჯახის წევრები ირანში პოლიტპატიმრებად წაიყვანა<ref>Kurkjian, A History of Armenia, p.103</ref>. ტყვეობის დროს შაპურმა თრდატის მამას, მეფე ტიგრანს თვალები დასთხარა და დილეგში ჩააგდო, რომთან მოკავშირეობისა და შეთქმულების მოწყობისათვის.