მურად III: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 38:
== მმართველობის პერიოდი ==
მურადმა სამეფო ტახტის მემკვიდრეობით მიღებისთანავე თავისი 5 უმცროსი ძმა მოაკვლევინა. სახელმწიფო საქმეებით ნაკლებად იყო დაკავებული. უპირატესობას [[ჰარემი|ჰარემში]] გატარებულ დროს ანიჭებდა. მის დროს ქვეყნის პოლიტიკაში დიდი როლი ითამაშეს მისმა დედამ, [[ნურბანუ სულთანი|ნურბანუმ]] და მისმა ცოლმა, [[საფიე სულთანი|საფიემ]]. რძალ-დედამთილის დაპირისპირების შედეგად სასახლეში დაჯგუფებები შეიქმნა და ინტრიგების ქსელში გაიხლართა. მურად III-ის მეფობის დროს მექრთამეობა და კორუფცია მნიშვნელოვნად გაიზარდა და ცხოვრების წესად იქცა. სიტუაცია მას შემდეგ გაუარესდა, რაც [[1579]] წელს დიდი ვეზირი [[სოკოლუ მეჰმედ-ფაშა]] გარდაიცვალა. მურადის მმართველობის პერიოდში იმპერია ფინანსურად ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩავარდა.
 
მურადმა [[1578]] წელს [[სეფიანთა იმპერია|სეფიანთა ირანის]] წინააღმდეგ წამოიწო [[ირან-ოსმალეთის ომი (1578-1590)|ომი]], რომელიც დასრულდა [[კონსტანტინოპოლის ხელშეკრულება (1590)|1590 წლის სტამბოლის შეთანხმებით]], რომლის მიხედვითაც სპარსეთმა ცნო [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთის]] მითვისებული ტერირორიები კავკასიაში. იმპერიის მფლობელობაში მთელი [[ამიერკავკასია]] და [[დაღესტანი]] გადავიდა. [[1592]] წელს ოსმალებმა აიღეს [[ხორვატია|ხორვატიის]] ქალაქი ბიჰაჩი, რასაც [[1593]] წელს [[ჰაბსბურგები|ჰაბსბურგებთან]] [[ცამეტწლიანი ომი უნგრეთში|ცამეტწლიანი ომის]] დაწყება მოჰყვა, იმავე წლის [[22 ივნისი|22 ივნისს]] ოსმალებმა მარცხი იწვნიეს ჰაბსბურგებთან გამართულ სისაკის ბრძოლაში.
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მურად_III“-დან