სელიმ I: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 35:
 
სელიმ I განაგრძობდა თავისი წინაპრების დამპყრობლურ პოლიტიკას. ტახტზე ასვლის შემდეგ, [[შიიზმი|შიიზმთან]] ბრძოლის დევიზით გამოვიდა სეფიანთა [[ირანი]]ს წინააღმდეგ და [[1512]]-[[1514]] წლებში [[ანატოლია]]ში მოაწყო [[შიიტები]]ს ჟლეტა, [[1514]] წელს [[ჩალდირანის ბრძოლა]]ში დაამარცხა [[ისმაილ I]] და მიიტაცა [[დასავლეთ სომხეთი]], [[ქურთისტანი]] და ზოგიერთი სხვა ტერიტორია. [[1515]] წელს დაასრულა აღმოსავლეთ [[ანატოლია|ანატოლიისა]] და [[სომხეთი]]ს დაპყრობა, [[1516]] წელს დაიპყრო ჩრდილოეთი [[ერაყი]], [[სირია]], [[პალესტინა]], [[1517]] წელს — [[ეგვიპტე]]. ამის შემდეგ წმინდა მუსულმანურმა [[ქალაქი|ქალაქებმა]] [[მექა]]მ და [[მედინა]]მ აღიარეს [[ოსმალეთი]]ს სულთნების უზენაესობა. სელიმმა მიითვისა [[ხალიფა]]ს წოდება, რამაც მნიშვნელოვნად აამაღლა ოსმალეთის სულთნების ავტორიტეტი მუსულმანურ სამყაროში. [[1519]] წელს ჩაახშო [[ჯელალიების აჯანყება]]. გარდაიცვალა [[1520]] წლის [[22 სექტემბერი|22 სექტემბერს]], 54 წლის ასაკში. მის შემდეგ ტახტზე ავიდა მისი ერთადერთი ვაჟი, [[სულეიმან I]], რომლის მმართველობის პერიოდში ოსმალეთის პორტა განვითარების უმაღლეს მწვერვალს აღწევს.
 
==იხილეთ აგრეთვე==
* [[ოსმალეთის სულთნების სია]]
 
== ლიტერატურა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სელიმ_I“-დან