ვენახჭალის კოშკი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''ვენახჭალის კოშკი'''— კულტურული მემკვიდრეობის ობიექტი (კოშკი) მდებარეობს მდინარე კვერშავეთის ხეობაში გამავალ ისტორიულ გზაზ...
 
No edit summary
ხაზი 1:
'''ვენახჭალის კოშკი'''— [[კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი|კულტურული მემკვიდრეობის]] ობიექტი ([[კოშკი]]) მდებარეობს მდინარე [[კვერშავეთი|კვერშავეთის]] ხეობაში გამავალ ისტორიულ გზაზე სოფ. [[ვენახჭალა|ვენახჭალის]] მთის თხემზე. აღნიშნული გზა დასავლეთ [[საქართველო|საქართველოდან]], კერძოდ [[იმერეთი|იმერეთიდან]] [[კაკასხიდი|კაკასხიდის]] გავლითა და [[ზეკარი|ზეკარის]] უღელტეხილით გადადის [[აბასთუმანი (ადიგენის მუნიციპალიტეტი)|აბასთუმან-ადიგენის]] მიმართულებით. კოშკი თავისი ადგილმდებარეობით ადვილად აკონტროლებს ამ ისტორიული გზის სოფ. [[ვენახჭალა|ვენახჭალის]] მონაკვეთს. კულტურული მემკვიდრეობის ობიექტი ნანგრევის სახითაა წარმოდგენილი. აგებულია დიდი ზომის კვადრებითა (67X45X30 სმ; 55X40X25 სმ; 47X30X28 სმ.) და კირხსნარით. კოშკის ზომებია 11X10,5 მეტრი. ინტერიერში საპირე ქვები მთლიანად მოცლილია, რის გამოც კედლის სიგანე ზუსტად არ იზომება. იგი დაახლოებით 2 მეტრამდე უნდა იყოს. ადგილობრივთა გადმოცემით ძეგლის პირველ მპოვნელს ([[პეტრე აკინჩევის მწყემსი]]) ქვის თაღოვანი სახურავი უნახავს (სავარაუდოდ პირველი სართულის გადახურვის), რომელიც დღესდღეობით აღარ იკითხება. კოშკი დამხრობილია ჩრდილო-დასავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით. ჩრდილო-დასავლეთის ფასადზე შეინიშნება ორ საფეხუროვანი ცოკოლი. სამხრეთ-აღმოსავლეთით შეიმჩნევა კირხსნარიანი ქვების წყობა, რომელიც სავარაუდოდ კოშკის გაფართოების დროინდელია და წარმოადგენს მშენებლობის მეორე ეტაპს.
==რესურსები ინტერნეტში==
{{საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა|16967}}