ვენახჭალის კოშკი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''ვენახჭალის კოშკი'''— კულტურული მემკვიდრეობის ობიექტი (კოშკი) მდებარეობს მდინარე კვერშავეთის ხეობაში გამავალ ისტორიულ გზაზ...
(განსხვავება არ არის)

09:54, 31 ოქტომბერი 2021-ის ვერსია

ვენახჭალის კოშკიკულტურული მემკვიდრეობის ობიექტი (კოშკი) მდებარეობს მდინარე კვერშავეთის ხეობაში გამავალ ისტორიულ გზაზე სოფ. ვენახჭალის მთის თხემზე. აღნიშნული გზა დასავლეთ საქართველოდან, კერძოდ იმერეთიდან კაკასხიდის გავლითა და ზეკარის უღელტეხილით გადადის აბასთუმან-ადიგენის მიმართულებით. კოშკი თავისი ადგილმდებარეობით ადვილად აკონტროლებს ამ ისტორიული გზის სოფ. ვენახჭალის მონაკვეთს. კულტურული მემკვიდრეობის ობიექტი ნანგრევის სახითაა წარმოდგენილი. აგებულია დიდი ზომის კვადრებითა (67X45X30 სმ; 55X40X25 სმ; 47X30X28 სმ.) და კირხსნარით. კოშკის ზომებია 11X10,5 მეტრი. ინტერიერში საპირე ქვები მთლიანად მოცლილია, რის გამოც კედლის სიგანე ზუსტად არ იზომება. იგი დაახლოებით 2 მეტრამდე უნდა იყოს. ადგილობრივთა გადმოცემით ძეგლის პირველ მპოვნელს (პეტრე აკინჩევის მწყემსი) ქვის თაღოვანი სახურავი უნახავს (სავარაუდოდ პირველი სართულის გადახურვის), რომელიც დღესდღეობით აღარ იკითხება. კოშკი დამხრობილია ჩრდილო-დასავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით. ჩრდილო-დასავლეთის ფასადზე შეინიშნება ორ საფეხუროვანი ცოკოლი. სამხრეთ-აღმოსავლეთით შეიმჩნევა კირხსნარიანი ქვების წყობა, რომელიც სავარაუდოდ კოშკის გაფართოების დროინდელია და წარმოადგენს მშენებლობის მეორე ეტაპს.