მურად გირეი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 34:
მურად გირეი [[მეჰმედ IV გირეი]]ს მმართველობისას 4 წლით ([[1659]]–[[1663]] წ.წ) დანიშნული იყო [[ნურედინი|ნურედინად]]. ამის შემდგომ ის [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთის]] ევროპულ ნაწილში ცხოვრობდა. [[1678]] წელს, ოსმალებმა მურადის ბიძაშვილი, [[სელიმ I გირეი]] [[რუსეთის სამეფო|რუსეთთან]] ჩირინის ალყაში განცდილი მარცხის გამო გადააყენეს, [[ხანი (ტიტული)|ხანის]] ტიტული კი სწორედ მურად გირეის უბოძეს.
 
მურად გირეი აქტიურად ჩაერთო [[რუსეთ-ოსმალეთის ომი (1676-1681)|რუსეთ-ოსმალეთის ომში]], რომელიც [[1681]] წელს დასრულდა [[ბახჩისარაის ხელშეკრულება|ბახჩისარაის ხელშეკრულების]] გაფორმებით, ამ დროიდან იწყება [[რუსეთი]]ს ექსპანსია [[უკრაინა|უკრაინასა]] და [[ყირიმი]]ს ტერიტორიაზე. [[1682]] წელს მურად გირეის სულთანმა [[მეჰმედ IV]]-მ [[საღვთო რომის იმპერია|საღვთო რომის იმპერიის]] წინააღმდეგ წამოწყებულ [[დიდი თურქული ომი|დიდ ომში]] მოთხოვა არმიის გამოყვანა, რაზეც თანხმობა მიიღო. მურადმა დასახმარებლად 40 ათას კაციანი არმია დაძრა [[სტამბოლი|სტამბოლისკენ]]. [[1683]] წელს, ოსმალებმა [[ვენა|ვენაში]] მწარე მარცხი (''იხილეთ'' [[ვენის ალყა (1683)|ვენის ალყა]]) განიცადეს. სულთანმა ეს გამანადგურებელი დახმარება საკუთარ დიდ ვეზირ, [[ქარა-მუსტაფა ფაშა]]სთან ერთად ვასალებსაც დააბრალა. მათ შორის დიდი რისხვა დაატყდა თავს მურადსაც, რომელიც აიძულეს [[ყირიმის სახანო|ყირიმის]] ტახტი დაეტოვებინა. თავად მურადი საცხოვრებლად [[ბულგარეთი|ოსმალთა ბულგარეთში]] გადავიდა.
 
გარდაიცვალა [[1696]] წელს, [[იამბოლის ოლქი|იამბოლში]], დაკრძალეს იქვე. <ref>[http://poluostrov.qirim.org/?p=443 Мурад Герай] {{Wayback|url=http://poluostrov.qirim.org/?p=443 |date=20150722124107 }} «Полуостров» 10 აპრილი 2009</ref>
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მურად_გირეი“-დან