თელისებრნი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎top: „{{ტაქსოდაფა *“ → „{{ტაქსოდაფა“ using AWB
No edit summary
 
ხაზი 17:
'''თელისებრნი''' ({{lang-la|Ulmaceae}}) — [[ორლებნიანნი|ორლებლიან მცენარეთა]] [[ოჯახი (ბიოლოგია)|ოჯახი]]. ფოთოლმცვივანი ან მარადმწვანე ხეები და ბუჩქებია. მორიგეობით განლაგებული ფოთლები ასიმეტრიული, დაკბილული ან კიდემთლიანია. ქარით მტვერია ყვავილები ერთ- ან ორსქესიანია, შეკრებილია კონებად ან მჭადასებრ ყვავილედებად. ყვავილსაფარი მარტივი და ჯამისებრია; [[ნაყოფი (მცენარე)|ნაყოფი]] — ფრთიანი [[კაკლუჭა]] ან [[კურკიანა]].
 
ოჯახი აერთიანებს 15-მდე [[გვარი (ბიოლოგია)|გვარს]] და 150-ზე მეტ [[სახეობა]]ს, რომლებიც ძირითადად გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ და ტროპიკულ ზონაში, ნაწილობრივ ტროპიკულ და სუბტროპიკულ მთებში. მნიშვნელოვანი გვარებია [[თელა]], [[აკაკი (მცენარე)|აკაკი]], [[ძელქვა]], [[ტრემა]] ({{lang-la|Trema}}), [[გირონიერა]] ({{lang-la|Gironiera}}) და სხვა. [[საქართველო]]ში ველურად იზრდება 32 გვარი: თელა (5 სახეობა), აკაკი (3 სახეობა) და ძელქვა (1 სახეობა).
 
სახეობათა დიდი ნაწილი მშრალი და უტყეო რაიონების გასამწვანებლად გამოიყენება. ინტროდუცირებულია აღმოსავლეთ-აზიური 2 თითოსახეობიანი გვარი. მერქანს იყენებენ მშენებლობისა და საავეჯე წარმოებაში. თელისებრნი ევოლუციურად ერთ-ერთი უძველესი ოჯახია. მასში ორი ქვეოჯახია: [[აკაკისმაგვარნი]] ({{lang-la|Celtidoideae}}), რომელიც ბოლო დროს მკვლევართა ნაწილის მიერ აღიარებულია ცალკე ოჯახად — [[აკაკისებრნი]] ({{lang-la|Celtidaceae}}), და [[თელასმაგვარნი]] ({{lang-la|Ulmoideae}}).
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თელისებრნი“-დან