სამეგრელო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 21:
|რეგიონის რუკის წარწერა = სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მხარე საქართველოს თანამედროვე ადმინისტრაციულ დაყოფაში
}}
'''სამეგრელო''' ([[მეგრ.]] სამარგალო) — დასავლეთ [[საქართველო|საქართველოს]] ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. ეს არის მდინარე [[რიონი|რიონს]], [[ცხენისწყალი|ცხენისწყალს]], [[ენგური|ენგურსა]] და [[შავი ზღვა|შავ ზღვას]] შორის მოქცეული ტერიტორია. სახელწოდება მომდინარეობს ისტორიული მხარის [[ეგრისი]]ს სახელიდან. ქართულ წერილობით წყაროებში იხსენიება [[XII საუკუნე|XII საუკუნიდან]]. თავდაპირველად გაიგივებული იყო მთლიანად დასავლეთ საქართველოსთან (მსგავსად [[აფხაზეთი]]სა, [[იმერეთი]]სა), [[XIII საუკუნე|XIII]]-[[XV საუკუნე|XV]] საუკუნეებში უკვე ვიწრო მნიშვნელობა აქვს — აღნიშნავს ქართველების ეთნოგრაფიული ჯგუფით — მეგრელებით — დასახლებულ მხარეს მდინარეებს [[ფსირცხა]]სა (ძვ. ანაკოდიისწყალი) და [[ცხენისწყალი|ცხენისწყალს]] შორის. ცენტრალური ქალაქია [[ზუგდიდი]].
 
გვიანდელ შუა საუკუნეებში ამ ტერიტორიაზე [[ოდიშის სამთავრო]] შეიქმნა, ახალი სახელწოდებაც აქედან მიიღო — [[ოდიში (მხარე)|ოდიში]], თუმცა უცხოურ წყაროებში „სამეგრელოდან“ ნაწარმოები სახელწოდებებიც გვხვდება. XIX საუკუნის პირველ ნახევარში ლიტერატურაში ისევ დამკვიდრდა სახელწოდება „სამეგრელო“. [[XVII საუკუნე|XVII საუკუნის]] I ნახევარში [[აფხაზები|აფხაზ]] ფეოდალთა მოძალების შედეგად, დროთა განმავლობაში სამთავროს საზღვარმა ჯერ მდინარე [[კელასური|კელასურზე]], შემდეგ [[ღალიძგა]]ზე, ბოლოს კი [[ენგური|ენგურზე]] გადმოინაცვლა.
ხაზი 397:
სამეგრელოს ტერიტორიაზე დადგენილია [[მაგანა]]–[[ხორგა]]–[[ჭანისწყალი|ჭანისწყლის]] ([[წალენჯიხის მუნიციპალიტეტი]]) ქვანახშირისა და ფახულანის ლიგნიტისა და ქვანახშირიანი ფიქლების საბადოები, რომელთა სავარაუდი მარაგი 60–70 მლნ. ტონას შეადგენს.
 
საყურადღებოა სამეგრელოში გავრცელებული ტორფიანი ჭაობები ([[ანაკლია]], [[ჭურია]], [[ნაბადა]], [[ფიჩორი]] და სხვა) რომლებიც [[ტორფი]]ს დიდ მარაგს შეიცავენ,.
 
სამეგრელოს ტერიტორიაზე გავრცელებული კარბონატული ქანების ზოგიერი ტიპი მოხერხებული უმეტეს შემთხვევაშია უცილებელია მასალაა მშენებლობისათვის. მათგან, პირველყოვლისა აღსანიშნავია [[კირქვა]], რომლის საბადოები ცნობილია წალნეჯიხის ([[სქური]]), სენაკისა ([[ნოქალაქევი]]) და [[ჩხოროწყუ]]ს (მუხურის) მუნიციპალიტეტებში.
ხაზი 409:
== ჰიდროლოგია ==
[[ფაილი:Nokalakevi-river.Tekhura.jpg|thumb|250px|right|[[მდინარე]] [[ტეხური]]]]
სამეგრელო [[წყალი|წყლის]] ობიექტების სიუხვითა და მრავალფეროვნებით გამოირჩევა. აქ მრავლადაა [[მდინარე|მდინარეები]], [[ჭაობი|ჭაობები]] და წყაროები. შედარებით ნაკლები გავრცელება აქვს [[ტბა|ტბებსა]] და მყინვარებს. წყლის ობიექტები განსაკუთრებით მყინვარებიდა ჭაობები უხსოვარი დროიდან დიდ როლს თამაშობდა ადგილობრივი მოსახლეობის სამეურნეო საქმიანობაში. ეს, უპირველეს ყოვლისა მდინარეებზე ითქმის, რომლებიც წარსულში სამეგრელოს [[ვაკე (გეოგრაფია)|ვაკე ნაწილის]] ძნელად გასავლელი ტყეებითა და გაუვალი ჭაობებით თითქმის მთლიანად დაფარულულობის გამო, გადაადგილების ერთ–ერთ ყველაზე ხელსაყრელ საშუალებას წარმოადგენდნენ. ამას მოწმობს ის ფაქტი, რომ ახ. წ. აღ. II საუკუნეში [[რომი|რომში]] გამოცემული ე.წ. „პევტაგერიანის“ ცხრილში დასავლეთ [[საქართველო]]ს სხვა მდინარეებთან ერთად შეტანილი იყო სამეგრელოს ტერიტორიაზე გამდინარე [[მდინარე]]ები: ფაზისი ([[რიონი]]), ხობოსი ([[ხობისწყალი|ხობი]]), ასტელეფოსი ([[ენგური]]), გლაუკი ([[აბაშა (მდინარე)|აბაშა]]), საგამი ([[ტეხური]]) და სხვა. ამასვე მოწმობს ანტიკური ხანის სწავლულის [[სტრაბონი]]ს ცნობა იმის შესახებ, რომ „კოლხეთზე მომდინარეობს დიდი ''მდინარე'' ფაზისი, ფაზისი გემთსავალია აღმა ვიდრე სარაპინის (შორაპანის) ციხესიმაგრემდე“.<ref name="სამეგრელო (ბუნება, მოსახლეობა მეურნეობა) – მურმან არდია, ჭიჭიკო ჯანელიძე, 1999 წ.გვ 63">სამეგრელო (ბუნება, მოსახლეობა მეურნეობა) – მურმან არდია, ჭიჭიკო ჯანელიძე, 1999წ1999 წ.გვ 63</ref>
მდინარეებთან ერთად, ადგილობრივი მოსახლეობა ფართოს იყეენებდა სამეგრელოს დაბალ, ბრტყელ ზედაპირიან ვაკეზე განვითარებულ ვრცელ ჭაობებს.
[[ფაილი:Abasha at gachedili.JPG|thumb|250px|left|[[მდინარე]] [[აბაშა (მდინარე)|აბაშა]] სოფელ [[გაჭედილი]]ს მიდამოებში]]
ძველი დროის [[ბერძნები|ბერძენი]] სწავლული [[ჰიპოკრატე]] ([[460]]–[[377]] წწ. ძვ. წ. აღ.) მიუთითებს, რომ ფასიანები ([[კოლხები]]) ცხოვრებას ჭაობიან ადგილებში ატარებდნენ, სახლები ხის ან ლერწმის წყალში აქვთ ჩადგმული. ქვეითად ნაკლებად დაიარებიან. იგი აღნიშნავს ასევე, რომ იმ დროს ჭაობებში ადგილობრივ მოსახლეობას არხები ჰქონდა გაჭრილი და ერთ [[ხე]]ში ამოღებული ნავებით ამ არხებსა და მდინარეებს იყენებდნენ გადასაადგილებლად.
 
შუა საუკუნეების ავტორთა მიერ დატოვებული ცნობებიდან ყურადღებას იპყრობს [[არქანჯელო ლამბერტი]]ს მიერ შედგენილი სქემატური რუკა სამეგრელოს ჰიდროგრაფიული ქსელის შესახებ, რომელიც თანდართულია მის მიერვე დაწერილ წიგნში „სამეგრელოს აღწერა“. ამ პერიოდის თვალსაჩინო მიღწევას წარმოადგენს [[ვახუშტი ბაგრატიონი]]ს შრომა „<nowiki/>[[აღწერა სამეფოსა საქართველოსა]]<nowiki/>“, რომელშიც საკმაოდ დიდი ადგილი აქვს დათმობილი სამეგრელოს წყლის ობიექტების დახასიათებას.
 
მნიშვნელოვანი მოცულობის სამუშაოები იქნა ჩატარებული [[კოლხეთის დაბლობი|კოლხეთის დაბლობზე]] [[1880]]–[[1910]] წლებში. ამ სამუშაოების შედეგად შეიქმნა სამეგრელოს წყლის ობიექტების ჰიდროგრაფიული, ჰიდროლოგიური და გლაციოლოგიური ხასიათის ინფორმაცია. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, კ. პოდოზერსკიმ [[1911]] წელს შეადგინა მყინვარების პირველი კატალოგი, მოგვიანებით ა. ესენმა „მდინარეების სია“.
ხაზი 571:
 
=== ტბორები და წყალსაცავები ===
სამეგრელოს ტერიტორიაზე არსებული ხელოვნური [[ტბორი|ტბორებისა]] და [[წყალსაცავი|წყალსაცავების]] სარკის საერთო ფართობი 18.0კმ0 კმ²–ს უდრის, აქედან ტბორების სარკის საერთო ფართობი 0.1 კმ²–ს არ აღემატება. სამეგრელოს ტბორებიდან და წყალსაცავებიდან სარკის ფართობით გამოირჩევა [[ენგურჰესი|ენგურის წყალსაცავი]], რომელიც წარმოადგენს ჰიდროენერგეტიკული მიზნით [[მდინარე]] [[ენგური]]ს ჩამონადენის რეგულირების ობიექტს.
 
=== არხები ===
ხაზი 598:
[[XX საუკუნე]]ში სამეგრელოს ტერიტორიაზე მომხდარი მიწისძვრებიდან აღსანიშნავია, [[1930]] წლის 7 ნეომბერს სამეგრელო–[[სვანეთი]]ს მიწისძვრა, რომელიც მაქსიმალური ინტენსიობით (6 ბალი) შეგრძნობილ იქნა [[ზუგდიდი]]ს, [[წალენჯიხა|წალენჯიხის]] და ნაწილოვრივ [[მესტიის მუნიციპალიტეტი|მესტიის რაიონებში]] ([[საბერიო]], [[ფახულანი]], [[წალენჯიხა]], ჯვარი, [[ჭკადუაში]], [[ჭუბერი]]). ეს მიწისძვრა 5–6 ბალიანი ინტენსიობით აღინიშნა მარტვილისა და სენაკის რაიონებში ([[გაშპერდი]], [[თამაკონი]], [[მარტვილი]], [[სალხინო (მარტვილის მუნიციპალიტეტი)|სალხინო]], [[ფოცხო]]).
 
ანალოგიური ინტენსიობის მიწისძვრას ადგილი ჰქონდა [[1941]] წლის 15 ივნისს, რომელიც [[მენჯი (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი)|მენჯის]] მიწისძვრის სახელით არის ცნობილი. ეს მიწისძვრა 6 ბალიანი ინტენლიობით სოფ. ხორშში აღინიშნა, ხოლო აბასთუმანში, მენჯში, სენაკში, ხეთაში, ფოცხოსა და ეწერში მისმა ინტენსიობამ 5–6 ბალი შეადგინა.
 
6–ბალიანი მიწისძვრა მოხდა ზემო სამეგრელოში [[1955]] წლის 25 დეკემბერს ([[თაია]]ში, [[მიქავა]]ში, [[მუხური|მუხურში]], გალში). ამ მიწისძვრის სიძლიერემ კუზუში, ნაკიფუში, [[ხაბუმე]]ში, ჯვარში და წალენჯიხაში 5 ბალი შეადგინა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სამეგრელო“-დან