წყარო (გეოგრაფია): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
— დიდი საბჭოთა ენციკლოპედია
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Big Spring Missouri 1-02Aug08.jpg|მინი|მდინარე [[მისური (მდინარე)|მისურის]] სათავე. უზარმაზარი [[დებიტი]]ს მქონე წყაროს გამოსავალი. წარმოადგენს [[ამერიკის შეერთებული შტატები]]ს ერთ-ერთ ყველაზე დიდ ბუნებრივ წყაროს]]
[[ფაილი:WiesentquelleSteinfeld.jpg|მინი|მდინარე ვიესენტის წყარო. წყაროს დებიტი განსაკუთრებით იზრდება მას შემდეგ, როდესაც იწყება ძლიერი თავსხმა წვიმები. ([[ბავარია]], [[გერმანია]])]]
[[ფაილი:Sorgente Termale Sasso Pisano con ferro.JPG|მინი|თერმული წყარო]]
'''წყარო''' — [[მიწისქვეშა წყალი|მიწისქვეშა წყლის]] ბუნებრივი გამოსავალი [[დედამიწა|დედამიწის]] ზედაპირზე. გამოსასვლელს პოულობს [[ხმელეთი|ხმელეთზე]] ან წყალქვეშ. წყაროების წარმოქმნას განაპირობებს [[წყლისშემცველი ჰორიზონტები|წყლიანი ჰორიზონტის]] [[რელიეფი]]ს უარყოფითი ფორმებით ([[ხეობა|მდინარის ხეობა]], [[ხევი (ხეობა)|ხევი]], [[ქვაბული]] და სხვ.) გადაკვეთა, ადგილის გეოლოგიურ-სტრუქტურული თავისებურებები (ნაპრალები, ტექტონიკური რღვევები, [[მაგმური ქანები|მაგმური]] და [[დანალექი ქანები]]ს კონტაქტი), წყლიანი ჰორიზონტების ფილტრაციული არაერთგვაროვნება და სხვა.
 
კლასიფიკაცია სხვადასხვაგვარია. განსხვავებაა [[დებიტი]]ს მიხედვითაც. მაგ., არსებობს მუდმივი, სუსტად ცვალებადი, ცვალებადი წყაროები. გამოიყოფა მუდმივი, პერიოდული, სეზონური და სხვა ხასიათის წყაროები. ქიმიზმის მიხედვით განარჩევენ: მტკნარ, მინერალიზებულ და მარილიან წყაროებს; [[ტემპერატურა|ტემპერატურის]] მიხედვით: მდუღარე, ცხელ, თბილ და ცივ წყაროებს. წყაროების [[ტემპერატურა]] დამოკიდებულია მისი მკვებავი მიწისქვეშა წყლის განლაგების სიღრმეზე, ამომყვანი არხის ხასიათზე, წყაროს [[გეოგრაფია|გეოგრაფიულ]] და [[ჰიფსომეტრია|ჰიფსომეტრიულ]] მდებარეობაზე და [[მიწისქვეშა წყალი|მიწისქვეშა წყლების]] გარემომცველი გარემოს ტემპერატურულ რეჟიმზე.
 
[[საქართველო]]ში 2000-მდე წყაროა, რომლებიც დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევიან. წყაროების ტერიტორიულ განლაგებაში შეიმჩნევა გარკვეული კანონზომიერება: [[კავკასიონი|კავკასიონის მთავარი ქედის]] სამხრეთ ფერდობებზე ძირითადად გვხვდება ცივი, ნახშირმჟავა ჰიდროკარბონატული წყაროები; მათი გამოსავლები უმეტესად ტექტონიკურ რღვევებთან არის დაკავშირებული. ამ რეგიონის მინერალურ წყალთაგან აღსანიშნავია: [[ავადჰარა (წყალი)|ავადჰარა]], [[ბაგიათი]], [[ვაჟას-წყარო]], [[ლუგელა]], [[სქური]], [[უწერა]], აგრეთვე [[ტყვარჩელი]]სა და სხვა საბადოთა თერმული წყლები.
 
მთათაშორის ბარში მინერალური წყლების ბუნებრივი გამოსავალი მცირე რაოდენობითაა. მათი უმრავლესობა ნატრიუმქლორიანი ან ნატრიუმკალციუმიანია. მინერალური წყლების დიდი ნაწილი გამოვლენილია [[ჭაბურღილი|ჭაბურღილების]] საშუალებით. ამ რეგიონში აღსანიშნავია [[მენჯი (კურორტი)|მენჯის]], [[ცაიში]]ს, განსაკუთრებით კი [[წყალტუბო]]ს სამკურნალო წყლები.
 
[[საქართველოს ბელტი]]სა და [[კავკასიონი]]ს შეხების ზოლშია ჯავის მინერალური წყარო, სამკურნალო ტალახის — [[ახტალა|ახტალის]] საბადო [[გურჯაანი|გურჯაანში]]. საქართველოს მინერალური წყლების რესურსების მნიშვნელოვანი ნაწილი თავმოყრილია აჭარა-თრიალეთის ნაოჭა მთათა სისტემის ფარგლებში. ამ წყლებში შემცველი ძირითადი აირია [[ნახშირორჟანგი]]. რეგიონის მინერალური წყლებიდან აღსანიშნავია: [[ბორჯომი]], [[საირმე]], [[ნაბეღლავი (წყალი)|ნაბეღლავი]], [[ზვარე (წყალი)|ზვარე]]; [[თბილისი]]ს, [[ნუნისი]]ს და [[მახინჯაური]]ს სამკურნალო წყლები. ცხელი წყაროების გამოსავლები [[საქართველო]]ს დედაქალაქ [[თბილისი|თბილისშიცაა]].
 
ზოგჯერ მიწისქვეშა ცხელი და ცივი წყაროები ღრმა ფენებში ხსნის კიროვან [[ქანი (გეოლოგია)|ქანებს]] და ამოაქვს [[ხმელეთი|ზედაპირზე]], რომელიც მსუბუქი ფოროვანი ქანის სახით ილექება. მათ [[ტრავერტინი|ტრავერტინებს]] უწოდებენ. ტრავერტინის დაგროვებით ზოგან მღვიმურ მდინარეთა კალაპოტებში ბუნებრივი კაშხლებია გაჩენილი. გვხვება [[კარსტი|კარსტულ]] [[მღვიმე]]ებშიც. [[საქართველო]]ში ტრავერტინი კარგადაა გამოხატული [[თრუსოს ხეობა]]ში. ასევე ფართოდ ცნობილია ბრითათის ტრავერტინი. გვხვდება ასევე მდინარე [[პატარა ლიახვი]]ს სათავესა და მდინარე [[ლეხურა]]ს ხეობაში, ჯვრის უღელტეხილზე; დასავლეთ საქართველოში [[ტრავერტინი]] გვხვდება [[რაჭა]]ში, [[იმერეთი|იმერეთსა]] და [[სვანეთი|სვანეთში]].
 
[[მრავალწლოვანი მზრალობა|მრავალწლოვანმზრალი ქანების]] გავრცელების არეებში იცის დაახლოებით 0 °C ტემპერატურის მქონე წყაროები, ხოლო ვულკანურ არეებში ცხელი, ხშირად პულსაციური რეჟიმის მქონე წყაროები.
 
==იხილეთ აგრეთვე==