მენჯი (კურორტი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
იარლიყი: მრავალმნიშვნელოვანი ბმულები
ხაზი 1:
{{მმ*|მენჯი (მრავალმნიშვნელოვანი)}}
[[ფაილი:მენჯი გუმბათი.jpg|300p||მინი]]
'''მენჯი''' — ბალნეოლოგიური კურორტი [[სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე|სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის]] [[სენაკის მუნიციპალიტეტი|სენაკის მუნიციპალიტეტში]], [[მდინარე]] [[ცივი (მდინარე)|ცივის]] ხეობაში, [[ზღვის დონე|ზღვის დონიდან]] 29 მ. ჰავა სუბტროპიკულია, რბილი, იცის რბილი უთოვლო [[ზამთარი]] (იანვრის საშუალო ტემპერატურა 5,2 °C), ძლიერ თბილი, ზომიერად ნოტიო [[ზაფხული]] ([[აგვისტო]]ს საშუალო ტემპერატურა 23,0 °C), შეფარდებითი სინოტივე -73 %; ნალექების წლიური რაოდენობა — 1480 მმ, მზის ნათების ხანგრძლივობა 2160 სთ წელიწადში. ძირითადი სამკურნალო ფაქტორია გოგირდწყალბადიანი ქლორიდულ-ნატრიუმიანი მინერალური წყალი, რომელსაც იყენებენ აბაზანებისათვის სახსრების, პერიფერიული ნერვული სისტემის, გინეკოლოგიური და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ზოგიერთი დაავადების დროს. მენჯში არის სანატორიუმი, სანატორიუმის ტიპის რკინიგზის საავადმყოფი, საკურორტო პოლიკლინიკა. სეზონი — მთელი წელი.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მენჯი_(კურორტი)“-დან