რუსეთ-ოსმალეთის ომი (1768-1774): განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
No edit summary
No edit summary
[[1769]] წლის იანვარში ყირიმის ხანი 80-ათასიანი ჯარით შეიჭრა [[უკრაინა]]ში. რუსეთის მეორე არმიამ უკუაქცია ყირიმელი თათრები და [[აზოვის ზღვა|აზოვის ზღვის]] სანაპირო დაიკავა. აპრილსა და ივნისში რუსეთის პირველმა არმიამ ორჯერ მიიტანა იერიში ხოტინზე, მაგრამ უშედეგოდ. შემდეგ ვერც ოსმალებმა შეძლეს [[ხოტინი]]ს მომარაგება და სექტემბერში დატოვეს იგი. 1-ლი არმიის სარდლად რუმიანცევი დანიშნეს, ხოლო მის მაგიერ მე-2 არმიის მეთაურობა პ. პანინს დაავალეს. რუმიანცევის არმიამ ქალაქი [[იასი]] დაიკავა. ბალტიის ზღვიდან კი რუსეთის ესკადრა ადმირალ გ. სპირიდოვის მეთაურობითხმელთაშუა ზღვისკენ დაიძრა. [[1770]] წლის 24-26 ივნისს ეგეოსის ზღვაზე [[ჩესმენის ყურე]]ში, რუსეთის ესკადრამ გაანადგურა ოსმალთა ფლოტი. რუმიანცევის არმიამ მდინარე ლარგსა და მდინარე კაგულზე გამარჯვებები მოიპოვა. შემდეგ ბენდერის, იზმაილის, კილიასა და აკერმანის ციხესიმაგრეები აიღო.
 
[[1771]] წელს მეორე არმიამ ვ. დოლგორუკის ხელმძღვანელობით [[პერეკოპი]] აიღო და ყირიმში შევიდა. რუმიანცევის არმიამ დუნაის მარჯვენა ნაპირზეც დაიწყო მოქმედება. რუსეთის ჯარის წარმატებამ აიძულა ოსმალები მშვიდობიანი მოლაპარაკება დაეწყოთ ჯერ ჟურჟაში, შემდეგ ფოქშანსა და ბუქარესტში, მაგრამ ყოველივე უშედეგოდ დამთავრდა. [[1772]] წლის 1 ნოემბერს რუსეთმა ყირიმის ხან [[საჰიბ- II გირეი]]სთან ხელშეკრულება დადო. ყირიმი ოსმალეთისაგან დამოუკიდებელ და რუსეთის მფარველობის ქვეშ მყოფ სახანოდ გამოცხადდა.
 
[[1773]] წლის მარტიდან რუმიანცევი დუნაის ფორსირებისათის მზადებას სეუდგა. [[ალექსანდრე სუვოროვი]]ს მეთაურობით სამხედრო რაზმმა ტურტუკაისაკენ რეიდი წარმატებით ჩაატარა. 1774 წლის 6 ივნისს მთავარმა ძალებმა [[დუნაი]] გადალახეს. სუვორვის 18-ათასიანმა კორპუსმა კოზლუჯასთან 40-ათასიანი ოსმალთა ლაშქარი გაანადგურა. ი. სალტიკოვის რაზმმა კი ტურტუკაისტან გაიმარჯვა. რუსეთის ჯარმა შუმლუს, რუშჩუკისა და სილისტრიის ციხესიმაგრეების ბლოკირება მოახერხა. ამ პირობებში ოსმალები ზავის დადებაზე დათანხმდნენ, 1774 წლის 10 ივლისს ქუჩუკ-კაინარჯში ხელი მოაწერეს [[ქუჩუკ-კაინარჯის საზავო ხელშეკრულება 1774|საზავო ხელშეკრულებას]]. რუსეთმა მიიღო დნეპრისა და სამხრეთის ბუგს შორის მდებარე ტერიტორია და კინბურნის, ქერჩისა და ენიკალეს სიმაგრეები. რუსეთის ფლოტმა შავ ზღვაში თავისუფალი ნაოსნობის უფლება მოიპოვა. ხელშეკრულების 23-ე მუხლით რუსეთის მთავრობა დასავლეთ საქართველოში ოსმალეთის უფლებას ცნობდა იმ პირობით, რომ ოსმალეთი უარს ამბობდა იმერეთის ხარკზე.