მოსამართლე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''მოსამართლე''' — სახელმწიფო მოსამსახურე, რომელსაც მინიჭებული აქვს უფლებამოსილება, მოისმინოს და გადაწყვიტოს საქმეები სასამართლოში. ==მოსამართლე საქართველოში== საქართველო...
 
 
ხაზი 6:
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე შეიძლება იყოს [[საქართველოს მოქალაქეობა|საქართველოს მოქალაქე]] 35 წლის ასაკიდან, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ ათი წლის გამოცდილება და გამორჩეული პროფესიული კვალიფიკაცია. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე არ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც ადრე ეკავა ეს თანამდებობა. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე განწესების ვადაა ათი წელი<ref>[[#const|საქართველოს კონსტიტუციის]] მე-60 მუხლის მე-2 პუნქტი.</ref>.
 
სართველოსსაქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლე შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 30 წლის ასაკიდან, თუ მას აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება არანაკლებ [[მაგისტრატურა|მაგისტრის]] ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით/უმაღლესი განათლების დიპლომით და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ ხუთი წლის გამოცდილება. საერთო სასამართლოს მოსამართლე თანამდებობაზე განწესდება უვადოდ, თუმცა 65 წლის ასაკის მიღწევამდე<ref>[[#const|საქართველოს კონსტიტუციის]] 63-ე მუხლის მე-6 პუნქტი.</ref><ref>[[#geocourts|„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის“]] 34-ე მუხლის პირველი პუნქტი და 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი.</ref>.
 
მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ [[საქართველოს კონსტიტუცია|კონსტიტუციასა]] და [[საქართველოს კანონი|კანონს]]. რაიმე ზემოქმედება მოსამართლეზე ან ჩარევა მის საქმიანობაში გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენის მიზნით აკრძალულია და ისჯება კანონით. არავის აქვს უფლება მოსთხოვოს მოსამართლეს ანგარიში კონკრეტულ საქმეზე. ბათილია ყველა აქტი, რომელიც ზღუდავს მოსამართლის დამოუკიდებლობას<ref>[[#const|საქართველოს კონსტიტუციის]] 63-ე მუხლის პირველი პუნქტი.</ref>. მოსამართლე ხელშეუხებელია. დაუშვებელია მისი [[სისხლის სამართალი|სისხლის სამართლის]] პასუხისგებაში მიცემა, [[დაკავება]] ან [[დაპატიმრება]], საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირადი [[ჩხრეკა|გაჩხრეკა]] [[საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო|იუსტიციის უმაღლესი საბჭოს]], ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის შემთხვევაში — საკონსტიტუციო სასამართლოს თანხმობის გარეშე. გამონაკლისია [[დანაშაული|დანაშაულზე]] წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს შესაბამისად იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ან საკონსტიტუციო სასამართლოს. თუ შესაბამისად იუსტიციის უმაღლესი საბჭო ან საკონსტიტუციო სასამართლო არ მისცემს თანხმობას, თავისუფლებაშეზღუდული მოსამართლე დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს<ref>[[#const|საქართველოს კონსტიტუციის]] 63-ე მუხლის მე-2 პუნქტი.</ref>.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მოსამართლე“-დან