გერცელ ბააზოვი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 6:
დაიბადა ებრაელი სასულიერო და საზოგადო მოღვაწის [[დავით ბააზოვი]]ს ოჯახში. სწავლობდა თბილისის ჰუმანიტარულ ტექნიკუმში (ყოფილი სათავადაზნაურო გიმნაზია), რომელიც დაასრულა [[1922]] წელს. [[1926]] დაამთავრა [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი|თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის]] სოციალურ-ეკონომიური ფაკულტეტის იურიდიული განყოფილება. ერთხანს ადვოკატად მუშაობდა, შემდეგ იყო ჟურნალ „საბჭოთა სამართლის“ რედაქციის პ/მგ. მდივანი. [[1918]] ქუთაისის გაზეთ „ებრაელის ხმაში“ გამოქვეყნდა მისი პირველი ლექსები. [[1921]]-[[1922]] მხატვარ [[უჩა ჯაფარიძე]]სთან და თეატრმცოდნე [[დიმიტრი ჯანელიძე]]სთან ერთად გამოსცა ლიტერატურული ჟურნალი „[[ონი (ჟურნალი)|ონი]]“ (ინიციატორი იყო „ცისფერყანწელი“ პოეტი გ. ჯაფარიძე). [[1922]] დამკვიდრდა თბილისში. აქაურ ჟურნალ-გაზეთებში იბეჭდებოდა მისი ლექსები, წერილები და თარგმანები. [[1924]]-[[1925]] ბააზოვის ინიციატივით დაარსდა ქართველ ებრაელთა თვითმოქმედი დრამატული დასი „კადიმა“.
 
ბააზოვის პირველი დრამატული ნაწარმოები იყო ალეგორიულ-სიმბოლური ხასიათის დრამა „დილლეამარი“ ([[1928]], ცალკე წიგნად [[1929]]). ერთსულოვანი აღიარება მოუტანა ბააზოვს ქართველ ებრაელთა ყოფა-ცხოვრების ამსახველმა პიესამ "მუნჯები ალაპარაკდნენ" ([[1931]]; დაიდგა [[მარჯანიშვილის თეატრი|მარჯანიშვილის თეატრში]] 1931-1932, ცალკე წიგნად გამოვიდა [[1937]]).მორალის პრობლემები წარმოაჩინა პოესაში „განურჩევლად პიროვნებისა“ (1933). ისტორიულ-რევოლუციური ხასიათისაა პიესა „იცკა„[[იცკა რიჟინაშვილი“რიჟინაშვილი]]“ (1936). დაწერა აგრეთვე პიესები „ხაგაი“, „შავი ზღვის პირას“ (1938 რეპეტიციიდან მოიხსნა, რადგან მწერალი 1937 რეპრესირებული იყო; რეაბილიტირებულია სიკვდილის შემდეგ), საბავშვო პიესა „ჭინჭარი“ (იდგმებოდა თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრში) და სხვ. ბააზოვის პროზაული ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია მოთხრობები „შემარიას უკანასკნელი სიტყვა“ და „გელათის ქუჩის დასასრული“ (ორივე 1931), ტრილოგიად ჩაფიქრებული რომანი „ფეთხაინი“ (1934, I ნაწილი რუსულად — [[1936]]) და სხვა. [[1938]] წელს ემსხვერპლა საბჭოთა პოლიტიკურ რეპრესიებს.
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გერცელ_ბააზოვი“-დან