300 ლაზი მოწამე: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary |
გასწორდა შეცდომები იარლიყები: ვიზუალური რედაქტირება რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით |
||
ხაზი 20:
[[ლაზეთი]] [[კოლხეთი|კოლხური]] წიაღის განუყოფელი ნაწილია. იგი [[საქართველო]]ს სახელმწიფოებრიობის განმსაზღვრელი ერთ-ერთი მთავარი ძარღვი და ჩვენი კულტურის უძველესი კერაა. წმინდა [[ანდრია პირველწოდებული|ანდრია მოციქულმა]], [[ღვთისმშობელი|ღვთისმშობლის]] წილხვედრი, [[ქართველები|ქართველი ერის]] მოქცევა სწორედ აქედან დაიწყო.
[[ბიზანტია|ბიზანტიის]] და [[ტრაპიზონი]]ს იმპერიის დაცემის (შესაბამისად,
[[ილია II|სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II]] ლოცვა-კურთხევით საფუძველი ჩაეყარა თურქეთში მცხოვრებ ლაზებისა და საქართველოს სხვადასხვა კუთხის მკვიდრთა შორის შეხვედრებისა და ურთიერთობების ტრადიციას. ქრისტიანულ სარწმუნოებას დაუბრუნდნენ საქართველოში მცხოვრები ლაზები. მათ წარუდგინეს საქართველოს ეკლესიის [[წმინდა სინოდი|წმინდა სინოდს]] მასალები XVII-XVIII სს-ში სარწმუნოებისა და საქართველოსთვის ათასობით ლაზის მოწამეობრივი აღსასრულის შესახებ, რომელთა შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია [[1600]]-[[1602]] წლებში მომხდარი ორი მოვლენა: უსჯულოთა მიერ ლაზების ძალად გამუსულმანების წინააღმდეგ აჯანყებული, ერთ-ერთ მთაზე დაბანაკებული სამასი ლაზი მეომარი მტერმა შეიპყრო. ტყვეებს მტერმა ქრისტიანობის უარყოფის სანაცვლოდ თავისუფლება და სხვა მიწიერი პატივი აღუთქვა. ბრძოლებში სიმამაცითა და სიმხნევით განთქმულმა ლაზებმა უდიდესი სარწმუნოებრივი სიმტკიცე გამოიჩინეს. სამასივე მეომარს მოჰკვეთეს თავები და მდინარეში გადაყარეს, რის შემდეგ ამ ადგილს '''დუდიკვათა''' („თავისკვეთა“) უწოდეს. დუდიკვათა ეწოდა მოწამეთა სისხლით შეღებილ მდინარესაც. რეგიონის მოსახლეობის შემდეგი გამოთქმა შემთხვევასთანაა დაკავშირებული: „ჰანი მსუდი ითთურან, მო იჯერერთ ბერეფე“ — „თავიც რომ მოგჭრან, სულს ვერ მოგაჭრიან“.
ხაზი 26:
ანალოგიურად აღესრულნენ მეორე მთაზე მდებარე მამათა მონასტერში მყოფი სასულიერო პირები. მათ მრავალგვარი ტანჯვისა და წამების შემდეგ თავები მოჰკვეთეს. ამ მთას ხალხმა პაპათის („სამღვდელოთა“) მთა უწოდა.
საქართველოს სამოციქულო ეკლესიის [[2003]] წლის [[18 სექტემბერი|18 სექტემბრის]] წმინდა სინოდის სხდომამ აღნიშნული მასალების საფუძველზე განაჩინა XVII-XVIII საუკუნეებში პაპათისა და დუდიკვათას გორაზე მოწყვეტილი მართლმადიდებელნი სასულიერო და საერო პირნი, ასევე ქრისტიანობისთვის წამებული ყოველი ლაზი შერაცხილ იქნან წმინდანად და ეწოდოთ მათ ქრისტეს ''
== იხილეთ აგრეთვე ==
|