მიტროფანე კუჭავა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 4:
მიტროფანე კუჭავა დაიბადა 1906 წლის 6 ივნისს სოფელ გურიფულში, გლეხის ოჯახში. 8 კლასი დაამთავრა ხობში. შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისში, სადაც სკოლის დირექტორი და ლოგიკა-ფსიქოლოგიის მასწავლებელი იყო პროფესორი [[შალვა ნუცუბიძე]]. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში.
 
1930-1941 წლებში მუშაობდა თბილისის სტალინის სახელობის ორთქმავალ-ვაგონშემკეთებელ ქარხანაში რიგ თანამდებობაზე. 1941-1947 წლებში მუშაობდა გაგრის რაიკომის მდივნად. 1948-1951 წლებში სწავლობდა [[სკკპ ცკ-თან არსებული უმაღლესი პარტიული სკოლა|საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტთან არსებულ უმაღლეს პარტიულ სკოლაში]]. 1951-1953 წლებში მუშაობდა ზუგდიდის რაიკომის მდივნად. 1953-1976 წლებში მუშაობდა: საქართველოს პროფსაბჭოს თავმჯდომარედ; საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ; საგარეო საქმეთა მინისტრად; სოფლის მეურნეობის მინისტრად; პარტიული სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარედ, ერთსა და იმავე დროს საქართველოს კპ ცკ მდივნად და მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ; სახალხო კონტროლის კომიტეტის თავმჯდომარედ; საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარედ. 1953-1970 წლებში იყო საქართველოს კპ ცკ ბიუროს წევრი
 
მიტროფანე კუჭავა იყო საქართველოს სსრ-ს II-III და აფხაზეთის ასსრ-ის II მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.