ნანა მაჭავარიანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{ინფოდაფა მეცნიერი}}
'''ნანა მაჭავარიანი''' (დ. [[15 თებერვალი]], [[1956]], [[თბილისი]], [[საქართველოს სსრ]]) — ქართველი ენათმეცნიერი, მეცნიერი, პედაგოგი, ფილოლოგი. [[არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი]]ს დირექტორი [[2018]] წლიდან. 2006 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. მუხრან მაჭავარიანის შვილი.<ref name="tsu">[https://tsu.ge/ka/tsu-online/news/ნანა-მაჭავარიანი ნანა მაჭავარიანი: „აფხაზური ენისადმი ჩემი ინტერესი და სიყვარული ამ ენის სირთულეს უკავშირდება...“]</ref>
 
ნანა მაჭავარიანი პოეტ [[მუხრან მაჭავარიანი]]სა და ფილოლოგ ლამარა ბოკერიას ოჯახში დაიბადა.<ref name="tsu" /> [[1978]] წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი]]ს ფილოლოგიის ფაკულტეტის კავკასიურ ენათა განყოფილება. [[1978]]-[[1981]] წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტი; [[1983]] წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა განყოფილების უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, [[1986]] წლიდან უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, [[1991]] წლიდან მეცნიერ-თანამშრომელი, [[2018]] წლიდან მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, ამავე წელს გახდა არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი.
 
სხვადასხვა დროს კითხულობდა ლექციებს სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში, ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა ინსტიტუტში (2000 წლიდან პროფესორი), ბერძნულ-ქართულ უნივერსიტეტში, ხარისხის მართვის უნივერსიტეტში, [[2003]] წლიდან კი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.