საადეთ I გირეი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 33:
საადეთ გირეი იყო ყირიმის ხანის, [[მენლი I გირეი]]ს 8 ვაჟიდან, ერთერთი. მამამისის მმართველობის დროს საადეთმა მონაწილეობა მიიღო [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთის იმპერიის]] შიდა ომში, რომლის დროსაც სულთანი, [[ბაიაზიდ II]] ტახტიდან გადააყენა საკუთარმა ვაჟმა, [[სელიმ I|სელიმმა]]. ამ უკანასკნელს [[მენლი I გირეი|მენლი გირეის]] ქალიშვილი ჰყავდა ცოლად შერთული. ამიტომაც ყირიმელები მის მხარეს იდგნენ ამ დაპირისპირებაში. საადეთ გირეიმ თავი გამოიჩინა [[ანატოლია|ანატოლიის]] აჯანყების ჩახშობაში, სახელი გაითქვა [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთში]] და სულთნის კარზე დიდი პრივილეგიებით სარგებლობდა. მისი უფროსი ძმის, [[მეჰმედ I გირეი|მეჰმედ I-ის]] [[ასტრახანი|ასტრახანში]] მკვლელობის შემდეგ, [[ყირიმის სახანო|ყირიმის]] ტახტს დაეუფლა მისი ვაჟი, [[გაზი I გირეი|გაზი]]. გაზი ვერ სარგებლობდა კარგი რეპუტაციით ყირიმელ დიდებულებში, მისმა მმართველობამ მხოლოდ 6 თვეს გასტანა. [[1524]] წელს საადეთ გირეიმ შემოიკრიბა თავის მომხრეთა მრავალრიცხოვანი არმია, [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალებთან]] ერთად შეიჭრა [[ბახჩისარაი|ბახჩისარაიში]], ტახტიდან ჩამოაგდო საკუთარი ძმისშვილი და ციხეში დაამწყვდია, [[ხანი (ტიტული)|ხანის]] ტიტული კი თავად მიიღო. რამდენიმე ხნის შემდეგ მან [[გაზი I გირეი|გაზი]] [[კალგა]]დ დანიშნა, თუმცა მისი მხრიდან ამბოხების შიშის გამო მალევე სიკვდილით დასაჯა.
 
საადეთ I ენერგიულად მართავდა [[ყირიმის სახანო|ყირიმის სახანოს]]. აქტიურად ებრძოდა [[ლიეტუვა|ლიეუტეველბსალიეტუველბსა]] და [[დონი (მდინარე)|დონის]] [[კაზაკები|კაზაკებს]].
განსაკუთრებით უყვარდა [[სლავები|სლავურ]] სოფლებზე თარეში და საკუთარი ხაზინის ტყვეებისა და ნადავლის მეშვეობით გამდიდრება. მას ოსმალებთან ერთად მოუწია საკუთარი ძმისშვილის, [[ისლამ I გირეი|ისლამ გირეის]] აჯანყებების ჩახშობა. [[1532]] წელს საადეთ გირეიმ მოულოდნელად [[ყირიმის სახანო|სახანოს]] ტახტი დატოვა და საცხოვრებლად [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთში]] გადავიდა. გარკვეული ცნობების თანახმად, [[ოსმალები]] აპირებდნენ [[ყირიმის სახანო|ყირიმის ხანად]] საადეთის უმცროსი ძმის, [[საჰიბ I გირეი|საჰიბ გირეის]] დანიშვნას. საადეთ გირეიმ [[სტამბოლი|სტამბოლში]] ცხოვრების დროს დიდი პენსია მიიღო. [[სულეიმან I|სულეიმან I]]-ს თან ახლდა [[სეფიანთა იმპერია|სეფიანთა ირანის]] წინააღმდეგ ლაშქრობაში. [[1538]] წელს გარდაიცვალა [[სტამბოლი|სტამბოლში]].
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/საადეთ_I_გირეი“-დან