ყვარყვარე IV: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
 
ხაზი 29:
'''ყვარყვარე IV ჯაყელი''' (გ. [[1581]]) — [[სამცხე-საათაბაგო]]ს [[ათაბაგი]] [[1574]]-[[1581]], [[ქაიხოსრო II|ქაიხოსრო II-ის]] ძე.
 
ათაბაგი გახდა მამის გარდაცვალების შემდეგ, როდესაც ქვეყნის სამხრეთ თემებს [[თურქები]] არბევდნენ, სამთავროში კი შინაფეოდალური ორმი მძვინვარებდა. მესხ ფეოდალთა ერთმა ნაწილმა [[1576]] შეთქმულება მოაწყო ათაბაგთა ხელისუფლების წინააღმდეგ. ყვარყვარე IV-ს ენერგიულად ეხმარებოდა დედა — [[დედისიმედი]]; სამთავროში მშვიდობის ჩამოგდება სულ უფრო ძნელდებოდა. ასეთ ვითარებაში, [[1578]], დაიწყო ირან-ოსმალეთის ომი. ათაბაგის სახლი მებრძოლი მხარეებისადმი დამოკიდებულების გამომჟღავნებას არ ჩქარობდა, როდესაც ჩილდირის ველზე აშკარა თურქთა გამარჯვება, ყვარყვარე IV-ის ძმა მანუჩარი 6 ათასი მხედრით სარდალ [[მუსტაფა ლალა-ფაშასფაშა]]ს ეახლა და ვასალობა-მოხარკეობა აღუთქვა. ახალციხეში შესულ თურქებს ყვარყვარე IV ათაბაგმა მორჩილება გამოუცხადა. [[1578]] შემოდგომაზე, როდესაც ოსმალთა ლაშქარი შირვან-აზერბაიჯანიდან მობრუნდა და სამცხეზე გადმოიარა,ლალა-ფაშამ ყვარყვარე IV ათაბაგი და მისი ძმა [[მანუჩარ II|მანუჩარი]] [[სტამბოლი|სტამბოლს]] გააგზავნა. ახლა ოსმალეთი საათაბაგოს მოხარკეობას აღარ სჯერდებოდა, გადაწყვიტა იქ ოსმალური მიწისმფლობელობა შემოეღო და მხარე სანჯაყებად დაეყო. [[1579]] ოსმალებმა საათაბაგოს ტერიტორიაზე ჩილდირის საფაშო შექმნეს. სტომბოლს მყოფ ყვარყვარე IV-ს თავისი საბატონო „უწყალობეს“ და ქრისტიანად გამოუშვეს, მანუჩარი კი გაამაჰმადიანეს და ჩილდირის ფაშობა უბოძეს. ამ ღონისძიებით ბოლო ეღებოდა სამთავროს სუვერენიტეტს.
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ყვარყვარე_IV“-დან