14 201
რედაქტირება
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
(→top) |
|||
'''რუსეთ-ოსმალეთის ომი 1768-1774''' - [[რუსეთის იმპერია|რუსეთის]] ეკონომიკური განვითარება და გაბატონებული კლასების ინტერესები გადაუდებლად მოითხოვდა [[შავი ზღვა|შავ ზღვაზე]] გასვლას. [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთი]] თავის მხრივ სამფლობელოების გავრცელებას შავიზღვისპირეთსა და ჩრდილოეთ კავკასიაში ფიქრობდა, [[ასტრახანი]]ს აღებასაც ლამობდა. გარდა ამისა, რუსეთი და ოსმალეთი [[პოლონეთი]]ს საკითხშიც ვერ თანხმდებოდნენ. ომის საბაბად ოსმალეთმა ის გამოიყენა, რომ რუსეთმა უარით უპასუხა პოლონეთიდან ჯარის გაყვანის მოთხოვნას, [[საფრანგეთი]]სა და [[ავსტრია|ავსტრიის]] დიპლომატიის წაქეზებით [[1768]] წლის 25 სექტემბერს ოსმალეთმა რუსეთს ომი გამოუცხადა, რუსეთის სტრატეგიული გეგმა 1769 წელს ითვალისწინებდა მთავარი ძალებით (1-ლი არმია გენერალ ა. გოლიცინისა - 80-90 ათ. კაცი) შეტევას ხოტინზე. მე-2 არმია გენერალ [[პეტრე რუმიანცევი]]სა (35 ათ. კაცი) უზრუნველყოფდა მთავარი ძალების შეტევას და ყირიმელი თათრებისაგან იცავდა სამხრეთ საზღვარს [[დონი (მდინარე)|დონიდან]] [[დნეპრი|დნეპრამდე]]. ამავე დროს რუსეთის ფლოტი [[ბალტიის ზღვა|ბალტიის ზღვიდან]] [[ხმელთაშუა ზღვა]]ში უნდა შესულიყო [[დარდანელის სრუტე|დარდანელის]] ბლოკირებისათვის და [[საბერძნეთი|საბერძნეშთი]] ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის, როგორც ანტიოსმალური ძალის მხარდაჭერისათვის. ამავე დროს აპირებდნენ ცალკეული რაზმების გამოყენებას ჩრდილოეთ კავკასიაში ნოღაელი თათრების დასამორჩილებლად და [[ქართლ-კახეთის სამეფო|ქართლ-კახეთისა]] და [[იმერეთის სამეფო|იმერეთის]] მეფეების ოსმალეთის წინააღმდეგ ომში ჩასაბმელად.
[[1769]] წლის იანვარში ყირიმის ხანი 80-ათასიანი ჯარით შეიჭრა [[უკრაინა]]ში. რუსეთის მეორე არმიამ უკუაქცია ყირიმელი თათრები და [[აზოვის ზღვა|აზოვის ზღვის]] სანაპირო დაიკავა. აპრილსა და ივნისში რუსეთის პირველმა არმიამ ორჯერ მიიტანა იერიში ხოტინზე, მაგრამ უშედეგოდ. შემდეგ ვერც ოსმალებმა შეძლეს [[ხოტინი]]ს მომარაგება და სექტემბერში დატოვეს იგი. 1-ლი არმიის სარდლად რუმიანცევი დანიშნეს, ხოლო მის მაგიერ მე-2 არმიის მეთაურობა პ. პანინს დაავალეს. რუმიანცევის არმიამ ქალაქი [[იასი]] დაიკავა. ბალტიის ზღვიდან კი რუსეთის ესკადრა ადმირალ გ. სპირიდოვის მეთაურობითხმელთაშუა ზღვისკენ დაიძრა. [[1770]] წლის 24-26 ივნისს ეგეოსის ზღვაზე [[ჩესმენის ყურე]]ში, რუსეთის ესკადრამ გაანადგურა ოსმალთა ფლოტი. რუმიანცევის არმიამ მდინარე ლარგსა და მდინარე კაგულზე გამარჯვებები მოიპოვა. შემდეგ ბენდერის, იზმაილის, კილიასა და აკერმანის ციხესიმაგრეები აიღო.
[[1771]] წელს მეორე არმიამ ვ. დოლგორუკის ხელმძღვანელობით [[პერეკოპი]] აიღო და ყირიმში შევიდა. რუმიანცევის არმიამ დუნაის მარჯვენა ნაპირზეც დაიწყო მოქმედება. რუსეთის ჯარის წარმატებამ აიძულა ოსმალები მშვიდობიანი მოლაპარაკება დაეწყოთ ჯერ ჟურჟაში, შემდეგ ფოქშანსა და ბუქარესტში, მაგრამ ყოველივე უშედეგოდ დამთავრდა. 1772 წლის 1 ნოემბერს რუსეთმა ყირიმის ხან [[საჰიბ-გირეი]]სთან ხელშეკრულება დადო. ყირიმი ოსმალეთისაგან დამოუკიდებელ და რუსეთის მფარველობის ქვეშ მყოფ სახანოდ გამოცხადდა.
|