მარგარიტა სუასონელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 23:
ცნობილია, რომ მარგარიტა თავდაპირველად დაქორწინებული იყო ფრანგ წარჩინებულ ონფრუა დე სკანდელიონზე, თუმცა მათი ქორწინება ხანმოკლე და უნაყოფო იყო, რამეთუ მისი მეუღლე ქორწილიდან მალევე დაიღუპა.
[[ფაილი:Bust Leon V of Armenia.jpg|მარცხნივ|მინი|271x271პქ|ლევონ VI, მარგარიტას მეორე ქმარი]]
დაქვრივებული მარგარიტა 1369 წლის მაისში [[კვიპროსი|კვიპროსში]] დააქორწინეს სომხეთის ემიგრაციაში მყოფ პრინც [[ლევონ VI|ლევონ დე ლუზინიანზე]]. იგი პრინც ჟან დე ლუზინიანისა და მისი მეუღლის, პრინცესა სოლდანა ბაგრატიონის უფროსი ძე და ტახტის მემკვიდრე იყო, თუმცაღა სომხეთის ტახტი [[ჰეთუმიანები|ჰეთუმიანებს]] ეკავათ, ამიტომაც იგი იძულებული იყო კვიპროსისათვის შეეფარებინა თავი. მამის მხრიდან ლევონის მამა სომხეთის მეფე [[კონსტანდინ II]]-ის ძმისწული იყო, ხოლო დედამისი სოლდანა საქართველოს მეფე [[გიორგი V ბრწყინვალე|გიორგი V ბრწყინვალის]] ერთადერთი ასული იყო. ამ პერიოდში სომხეთში [[კონსტანდინ IV]] მეფობდა ჰეთუმიანთა გვარიდან, რომლის წინამორბედმაც, [[კონსტანდინ III]]-მ დაამხო ლუზინიანები და მეტიც, ლევონისა და მისი ძმის დახოცვას აპირებდა, თუმცა სოლდანამ შვილებთან ერთად კვიპროსში გაქცევა მოასწრო.
 
1373 წელს სომხეთში დაემხო ჰეთუმიანთა მმართველობა, რის შემდეგაც დიდებულებმა კვლავ [[ლუზინიანები]] აღადგინეს და [[ლევონ VI]] თავიანთ მეფედ დასვეს, რითაც მარგარიტა სომხეთის დედოფალი გახდა. მომდევნო წელს, 1374 წლის 14 სექტემბერს ადანასთან ახლოს შედგა მათი მეფე-დედოფლად კორონაცია.