კონსტანტინე აფხაზი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[სურათი:Kote-Apkazi 1916.jpg|მინი|200პქ|კონსტანტინე აფხაზი (1896 წ.)]]
'''კონსტანტინე (კოტე) აფხაზი''' (დ. [[27 ნოემბერი]], [[1867]], [[კარდანახი]] ― გ. [[20 მაისი]], [[1923]], [[თბილისი]]) — ქართველი საზოგადო, პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე, ცარისტული არმიის (1916) და [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა|საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის]] ეროვნული არმიის (1918) არტილერიის გენერალ-მაიორი, [[საქართველოს ეროვნული საბჭო|საქართველოს ეროვნული საბჭოს]] წევრი (1917-1919), [[ეროვნულ-დემოკრატიული პარტია|ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის]] ერთ-ერთი დამფუძნებელი (1917) და ამ პარტიის თავმჯდომარე (1921-1923), [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი|თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის]] ერთ-ერთი ფუძემდებელი (1918), 1921-1923 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, [[საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი|საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის]] წევრი და სამხედრო ცენტრის ხელმძღვანელი (1922-1923).
 
==ბიოგრაფია==
ხაზი 8:
1906-1913 წლებში იგი არჩეული იყო თბილისის საადგილმამულო ბანკის სამეურვეო კომიტეტის წევრად. 1913 წელს აირჩიეს ქართლ-კახეთის თავადაზნაურთა წინამძღოლად (მარშლად). 1913 წელს მისი უშუალო ხელმძღვანელობით დაიწყო [[საქართველოს რკინიგზა|კახეთის რკინიგზის]] მშენებლობა. [[პირველი მსოფლიო ომი]]ს დროს დაწყებისთანავე, 1914 წლის 1 აგვისტოს მეფისნაცვალ [[ილარიონ ვორონცოვ-დაშკოვი|ვორონცოვ-დაშკოვის]] წინადადებით დაუბრუნდა სამხედრო სამსახურს. 31 აგვისტოს დაინიშნა კავკასიის საველე-საარტილერიო ბრიგადის მეთაურად. 1915 წლის მარტის დასაწყისში აფხაზი თავისი ბრიგადით, რომელიც მე-5 კორპუსში შედიოდა, დასავლეთის ფრონტზე გაემგზავრა, სადაც წლის ბოლომდე დაჰყო. ფრონტზე გამოჩენილი თავდადებისთვის ორგზის იქნა დაჯილდოებული თავად ვალდიმირის IV და III ხარისხის ორდენებით 27 აპრილსა და 14 ოქტომბერს, იმავე წლის 8 ნოემბერს მიენიჭა პოლკოვნიკის წოდება. 1916 წლის იანვარში სამხედრო მინისტრის ბრძანებით გამოწვეულ იქნა ფრონტიდან და დაინიშნა კავკასიაში სახელმწიფო ტავდაცვის განსაკუთრებულ რწმუნებულად, თებერვალში კი დაინიშნა კავკასიის ფრონტის საინჟინრო-სამშენებლო რაზმების კომიტეტის თავმჯდომარედ. 1916 წელს გახდა არტილერიის გენერალ-მაიორი.
 
1916-17 წლებში კვლავ იყო არჩეული ქართლ-კახეთის თავადაზნაურთა წინამძღოლად და ამავდროულად იყო არჩეული [[რუსეთის იმპერიის სახელმწიფო საბჭო|სახელმწიფო საბჭოს]] წევრად. [[თებერვლის რევოლუცია|თებერვლის რევოლუციის]] შემდეგ, 1917 წლის 15 მარტს, ის დაბრუნდა საქართველოში. 1917-1918 წლებში იგი იყო თბილისის ქართული უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოების თავმჯდომარე და [[ჯავახიშვილი, ივანე|ივანე ჯავახიშვილთან]] და სხვა მოღვაწეებთან ერთად წვლილი შეიტანა [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი|თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის]] დაარსებაში. აქტიური მონაწილე იყო [[ქართული მართლმადიდებელი ეკლესია|ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის]] [[ავტოკეფალია|ავტოკეფალიის]] აღდგენისა 1917 წლის სექტემბერში. 1917 წლის 11 დეკემბერს მისი ხელმძღვანელობით თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის საკრებულოს ქონება გადაეცა იმავე წლის ნოემბერში შექმნილ [[საქართველოს ეროვნული საბჭო|საქართველოს ეროვნულ საბჭოს]]. აფხაზი თავად იყო ეროვნული საბჭოს წევრი „უპარტიოთა კავშირიდან“ და ამ კავშირის თავმჯდომარე. როგორც ეროვნული საბჭოს წევრი, მონაწილეობდა [[საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი]]ს შექმნაში და იყოს მისი ერთ-ერთი ხელმომწერი. იმავე [[1917]] წლის [[22 ნოემბერი|22 ნოემბერს]] საქართველოს ეროვნულმა ყრილობამ (რომელიც განიხილავდა საქართველოს სრული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხს) იგი აირჩია [[საქართველოს ეროვნული საბჭო|საქართველოს ეროვნული საბჭოს]] წევრად. 1917 წლიდანვე იყო თბილისის საადგილმამულო სამეურვეო კომიტეტის წევრი.
 
[[1919]] წელს კონსტანტინე აფხაზმა აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველოს შეიარაღებული ძალების შესახებ კანონის შემუშავებაში, რომელიც დამტკიცებულ იქნა დამფუძნებელი კრების მიერ აღნიშნული წლის ივლისში. აღსანიშნავია, რომ გამოჩენილ სამხედრო მოღვაწეებთან [[კვინიტაძე, გიორგი|გიორგი კვინიტაძესთან]], [[მაზნიაშვილი, გიორგი|გიორგი მაზნიაშვილთან]] და სხვებთან ერთად მან დიდი წვლილი შეიტანა ქართული ეროვნული არმიის შექმნაში. ზემოხსენებული კანონის მიღების დროს საქართველოს რეგულარულ არმიაში უკვე ირიცხებოდა 50 ათასამდე მებრძოლი.
 
საქართველოსთვის ავბედითი გამოდგა [[1921]] წლის [[25 თებერვალი]], როდესაც ბოლშევიკური რუსეთის მე-11 წითელმა არმიამ აიღო თბილისი, რასაც მოჰყვა საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის გაუქმება. დღიდან ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია-ანექსიისა აფხაზი იყო ერთ-ერთი ლიდერი ქართველი ერის განმათავისუფლებელი მოძრაობისა. 1921 წელს იგი არჩეულ იქნა საქართველოს [[ეროვნულ-დემოკრატიული პარტია|ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის]] თავმჯდომარედ. 1922 წელს მისი და პოლკოვნიკ [[ჩოლოყაშვილი, ქაქუცა|ქაქუცა ჩოლოყაშვილისჩოლოყაშვილი]] თაოსნობით მოხდა აჯანყება [[ხევსურეთი|ხევსურეთში]], რომელმაც, მიუხედავად დამარცხებისა, საგრძნობი ზიანი მიაყენა რუსულ საოკუპაციო არმიას. იმავე წელს კონსტანტინე აფხაზი იყო საქართველოს ინტერპარტიული პარიტეტული კომიტეტის (იგივე [[საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი]]) შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი. მისივე თაოსნობით შეიქმნა ამ კომიტეტის სამხედრო ცენტრი. ცენტრი საერთო სამხედრო კოორდინაციას უწევდა მზადებას საყოველთაო-სახალხო ეროვნული ამბოხებისათვის. გამცემლობის შედეგად, საგანგებო კომისიამ (ე.წ. „ჩეკა“) შეძლო სამხედრო ცენტრის მიგნება. [[1923]] წლის თებერვალში ჩეკისტებმა დააპატიმრეს გენერალი კონსტანტინე აფხაზი და სამხედრო ცენტრის სხვა 14 წევრი. იმავე წლის [[20 მაისი|20 მაისს]] ისინი დახვრიტეს [[თბილისი|თბილისში]], დღევანდელი [[ვაკის პარკი]]ს ტერიტორიაზე.
 
კონსტანტინე აფხაზის მეუღლე, - ელენე (1870-1942) და ვაჟი - ნიკოლოზი (1900-1988) [[1923]] წლიდან იყვნენ პოლიტიკური ემიგრანტები. ელენე განისვენებს [[საფრანგეთი|საფრანგეთში]], [[პარიზი]]ს სენ ჟენევიევ დე ბუას სასაფლაოზე. ვაჟი, - [[აფხაზი, ნიკოლოზ|ნიკოლოზ აფხაზი]], განათლებით იყო იურისტი (დაასრულა სორბონის უნივერსიტეტი). იგი ჯერ ცხოვრობდა საფრანგეთში, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კი გადასახლდა [[კანადა|კანადაში]], სადაც ეწეოდა ნაყოფიერ მოღვაწეობას ადვოკატურასა და დეკორატიულ მებაღეობაში.
ხაზი 18:
== ლიტერატურა ==
{{ქე|1|256-257|სიდამონიძე, უ.}}
{{ქსე|2|34|ბენდიანიშვილი ა.}}
*{{წიგნი|ავტორი=გოგიტიძე, მ., ბეჟიტაშვილი, გ.|სათაური=სამხედრო ფიცის ერთგულნი|ბმული=http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/82972 |ISBN=978-9941-0-7386-1|ადგილი=თბილისი|წელი=2015|გვერდები=14-16}}
* ჟურნ. „მხედარი“, პარიზი, #2, 1929, გვ. 22-23.
* ჟურნ. „სამშობლო“, პარიზი, #21-22, 1937.
* ''ურუშაძე, ლ.'', გენერალ კონსტანტინე (კოტე) აფხაზის ბიოგრაფიისათვის.- საქართველოს ეროვნული მუზეუმის მოამბე, საზოგადოებრივ მეცნიერებათა სერია, N 3 (48-B), თბილისი, 2012, გვ. 230-246.
* ''საითიძე გ.,'' სწამდა სამშობლოს აღორძინება, თბ., 1997
* ჟურნ. „სამშობლო“, პარიზი, #21-22, 1937.
* ''ჯანელიძე ო.,'' ნარკვევები საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ისტორიიდან, თბ., 2002.
* ჟურნ. „მხედარი“, პარიზი, #2, 1929, გვ. 22-23.
 
==რესურსები ინტერნეტში==
{{nplg ბიოგრაფია|00004023}}
 
{{თსუ-ს დამფუძნებლები}}
{{ტფილისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლები}}
Line 33 ⟶ 34:
[[კატეგორია:საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრები]]
[[კატეგორია:ქართველი გენერლები]]
[[კატეგორია:ქართველი საზოგადო მოღვაწეები]]
[[კატეგორია:ქართველები პირველ მსოფლიო ომში]]
[[კატეგორია:საბჭოთა კავშირის რეპრესიების მსხვერპლნი საქართველოში]]