'''ზაფრანა''', ''კროკო'' ({{lang-la|Crocus}}) — [[მრავალწლოვანი მცენარეები|მრავალწლოვან]] ბალახოვან მცენარეთა [[გვარი (ბიოლოგია)|გვარი]] [[ზამბახისებრნი|ზამბახისებრთა]] [[ოჯახი (ბიოლოგია)|ოჯახი]]სა. გორგლ- ბოლქვიანი მცენარეა. მიწისზედა [[ღერო]] არ აქვს და [[ყვავილი]] პირდაპირ გორგლისებრი ბოლქვიდან ამოდის.
80-მდე [[სახეობა]] გავრცელებულია ევროპასა და სამხრეთ-დასავლეთ აზიაში. [[საქართველო]]ში — 5 სახეობაა. ისინი ძირითადად ალპური მდელოს კომპონენტებია. მხოლოდ 2 სახეობა {{lang-la|''[[Crocus adamii]]}}'' და შემოდგომაზე მოყვავილე {{lang-la|''[[Crocus speciosus}}]]'' გვხვდება შუა სარტყელში.
{{lang-la|''[[Crocus autranii}}]]'' ვიწრო ენდემური სახეობაა და მარტო [[აფხაზეთი|აფხაზეთში]] იზრდება. ''[[Crocus scharojani]]'' კი — კავკასიის [[ენდემები|ენდემია]]. ზაფრანის ყველა სახეობა ლამაზყვავილიანი, ამიტომ აშენებენ დეკორატიულ მებაღეობაში. ''[[Crocus sativus]]'' მხოლოდ კულტურაშია ცნობილი და იყენებენ სუნელ-სანელებლად; მისი წითელი დინგები შეიცავს ძვირფას საღებავს — კროცინს.