ვლადიმერ კიოპენი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 9:
1919 წლიდან გარდაცვალებამდე ცხოვრობდა და მუშაობდა [[ავსტრია]]ში, ქალაქ [[გრაცი|გრაცში]]. მისი ძირითადი ნაშრომები შეეხება [[კლიმატოლოგია]]ს, ზოგად და სინოპტიკურ მეტეოროლოგიას, საზღვაო მეტეოროლოგიას. კიოპენი აეროლოგიური კვლევის ერთ-ერთი ფუძემდებელია. შეისწავლა დედამიწის მრავალი რაიონის, განსაკუთრებით ოკეანეების [[კლიმატი|კლიმატური პირობები]] (მათ შორის შეადგინა [[ინდოეთის ოკეანე|ინდოეთის ოკეანის]] ლოციის მეტეოროლოგიური ნაწილი), აგრეთვე [[ციკლონი|ციკლონებისა]] და [[ანტიციკლონი|ანტიციკლონების]] განმეორებადობა და მოძრაობა, მზის აქტივობის გავლენა [[ამინდი|ამინდსა]] და [[კლიმატი|კლიმატზე]], წარსულის კლიმატები და ა.შ.<ref name="bigenc">[https://bigenc.ru/domestic_history/text/2060979 Владимир Петрович Кёппен | Большая российская энциклопедия]</ref>
 
კიოპენის კლასიფიკაციაში [[კლიმატი]]ს ძირითად ტიპებად და ქვეტიპებად დაყოფის დროს გათვალისწინებულია ჰაერის [[ტემპერატურა|ტემპერატურისა]] და [[ატმოსფერული ნალექები]]ს სხვადასხვაობა.<ref>сОс­но­вы кли­ма­то­ло­гии (Кли­ма­ты зем­но­го ша­ра). М., 1938.</ref>
 
განსაკუთრებით ცნობილია [[კიოპენის კლიმატების კლასიფიკაცია|დედამიწის კლიმატების კლასიფიკაცია]], რომელზედაც იგი 1900–20 წლებში მუშაობდა. რუს კლიმატოლოგთან [[ალექსანდრე ვოეიკოვი|ალექსანდრე ვოეიკოვთან]] და ავსტრიელ მეტეოროლოგთან [[იულიუს ჰანი|იულიუს ჰანთან]] ერთად გადამწყვეტი გავლენა მოახდინა [[XIX საუკუნე|XIX საუკუნის]] ბოლოსა და [[XX საუკუნე|XX საუკუნის]] დასაწყისის [[კლიმატოლოგია|კლიმატოლოგიის]] განვითარებაზე.<ref name="bigenc" />