მაღალი ვაკეები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 21:
| ვიკისაწყობი =
}}
'''მაღალი ვაკეები''' ({{lang-en|High Plains}}) — [[პლატო]] აშშ-ის ცენტრალურ ნაწილში. უკავია [[დიდი ვაკეები]]ს ვრცელი, მისი შუა ნაწილი. გადაჭიმულია სამხრეთის მიმართულებით, პაინ-რიჯის ესკარპიდან [[ედუარდზის პლატო]]მდე. აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ პლატოს სიმაღლე იცვლება 550–2130 მ ფარგლებში.<ref name="water" /> ჩაჭრილია მდინარეების [[პლატი]]ს, [[არკანზასი (მდინარე)|არკანზასისა]] და [[კანეიდიანი]]ს ხეობებით, რომელთა სიახლოვეს ღრმადაა დანაწევრებული [[ხევი|ხევებისა]] და [[მდინარე]]ების ქსელით.<ref name="Geohydrology">Geohydrology of the High Plains Aquifer in parts of Colorado, Kansas, Nebraska, New Mexico, Oklahoma, South Dakota, Texas, and Wyoming. 1984</ref>
 
მდინარე [[კანეიდიანი]]ს სამხრეთით მდებარე ნაწილს სამხრეთი მაღალი ვაკეები ან [[ლანო-ესტაკადო]] ეწოდება. მაღალი ვაკეებისთვის დამახასიათებელია ბრტყელი და დამრეცი გორაკბორცვიანი [[რელიეფი]]. სიახლოვეს მდებარე [[დიდი ვაკეები]]საგან საფეხურებითაა გამოყოფილი. მაღალი ვაკეები აგებულია [[პალეოზოური ჯგუფი|პალეოზოური]] ასაკის [[კირქვები]]თა და [[ქვიშაქვები]]თ, რომლებიც გადაფარებულია ლიოსისებრი [[თიხნარები]]თ, უფრო იშვიათად [[ქვიშები]]თ.
 
მაღალი ვაკეების [[გეოლოგიური ისტორია]] დაიწყო 500 მილიონზე მეტი წლის წინ. [[კამბრიული სისტემა|კამბრიული]] და [[მესამეული პერიოდი]]ს განმავლობაში წყალმარჩხმა ზღვამ დაფარა [[ჩრდილოეთი ამერიკა|ჩრდილოეთი ამერიკის]] შიგა ნაწილი. დანალექების სქელი ფენა ზოგიერთ ადგილზე 3000 მ-ზე მეტი სისქით [[ოკეანის საგები|ოკეანის საგებზე]] დაილექა. [[პერმული პერიოდი]]ს განმავლობაში ზღვამ თითქმის სრულიად გადაფარა მაღალი ვაკეები, თუმცა, უკან დაიხია [[მეზოზოური ჯგუფი|მეზოზოურ ერაში]], კერძოდ, [[ტრიასული სისტემა|ტრიასულ პერიოდში]].<ref name="Geohydrology" />
 
ქვედა და შუა [[ტრიასული სისტემა|ტრიასული პერიოდის]] განმავლობაში მაღალი ვაკეები დაექვემდებარე [[ეროზია]]ს, რომელიც ქვედა [[იურული სისტემა|იურულ პერიოდშიც]] გაგრძელდა. იურული ასაკის ქანები კონტინენტური წარმოშობისაა და წყვეტილი ნაკადების ნალექთდაგროვებას წარმოადგენს. წყალმარჩხი ზღვა ტერიტორიას პერიოდულად ფარავდა ქვედა [[ცარცული სისტემა|ცარცულ პერიოდში]].<ref name="Geohydrology" />
 
მაღალ ვაკეებზე [[სემიარიდული კლიმატი]]ა გაბატონებული. საშუალო წლიური ტემპერატურა იცვლება 6,1°C-დან (ჩრდილოეთით) 17,2°C-მდე (სამხრეთით).<ref name="water">[https://ne.water.usgs.gov/ogw/hpwlms/physsett.html High Plains Water-Level Monitoring Study (Groundwater Resources Program). Physical/Cultural Setting]</ref> დღიური ტემპერატურა შეიძლება მერყეობდეს 15–30°C ფარგლებში. [[ატმოსფერული ნალექები]]ს წლიური რაოდენობა 305–840 მმ აღწევს. დაბალი სინოტივისა და მაღალი სიმაღლის გამო, ტერიტორია ექსტრემალური ტემპერატურით გამოირჩევა. დღე-ღამის ტემპერატურული დიაპაზონი ჩვეულებრივ ~16,5°C-ია, ხოლო 24 საათიანი ტემპერატურული ცვლილება ~55,5°C-ს აღწევს, რაზეც მეტყველებს [[მონტანა|მონტანის შტატის]] ქალაქ [[ბრაუნინგი (მონტანა)|ბრაუნინგში]] 1916 წლის 23 იანვარსა და 1916 წლის 24 იანვარს მომხდარი [[ამინდი]]ს მოვლენა, როდესაც [[ტემპერატურა]] 7°C-დან −49°C-მდე დაეცა, რაც წარმოდგენს 24 საათის განმავლობაში დაფიქსირებული უდიდესი ტემპერატურული ცვლილების მსოფლიო რეკორდს.<ref>[https://www.weather.gov/media/lzk/clilit.pdf Climatological Averages, Statistics and Records for Little Rock, Arkansas]</ref> მაღალი ვაკეებისთვის ნიშანდობლივია მდგრადი, ზოგჯერ ძლიერი დასავლეთის [[ქარი]].
 
მაღალი ვაკეების ფარგლებშია მაღალი ვაკეების ანუ [[ოგალალის წყლიანი ჰორიზონტი]], რომლის ფართობია 450 ათ. კმ². პლატოზე გაბატონებულია დაბალბალახეული პრერიები, ოპუნციები და ბუჩქნარი. [[კლდოვანი მთები]]ს სიახლოვესაა აბზინდის სტეპი. მოშენებულია [[მსხვილი რქოსანი საქონელი]]; მოჰყავთ [[ხორბალი]], [[სიმინდი]], [[მზესუმზირა]].
 
==სქოლიო==
{{სქოლიო}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მაღალი_ვაკეები“-დან