მაღალი ვაკეები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 23:
'''მაღალი ვაკეები''' ({{lang-en|High Plains}}) — [[პლატო]] აშშ-ის ცენტრალურ ნაწილში. უკავია [[დიდი ვაკეები]]ს ვრცელი, მისი შუა ნაწილი. გადაჭიმულია სამხრეთის მიმართულებით, პაინ-რიჯის ესკარპიდან [[ედუარდზის პლატო]]მდე. აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ პლატოს სიმაღლე იცვლება 550–2130 მ ფარგლებში. ჩაჭრილია მდინარეების [[პლატი]]ს, [[არკანზასი (მდინარე)|არკანზასისა]] და [[კანეიდიანი]]ს ხეობებით, რომელთა სიახლოვეს ღრმადაა დანაწევრებული [[ხევი|ხევებისა]] და [[მდინარე]]ების ქსელით.
 
მდინარე [[კანეიდიანი]]ს სამხრეთით მდებარე ნაწილს სამხრეთი მაღალი ვაკეები ან [[ლანო-ესტაკადო]] ეწოდება. მაღალი ვაკეებისთვის დამახასიათებელია ბრტყელი და დამრეცი გორაკბორცვიანი [[რელიეფი]]. სიახლოვეს მდებარე [[დიდი ვაკეები]]საგან საფეხურებითაა გამოყოფილი. მაღალი ვაკეები აგებულია [[პალეოზოური ჯგუფი|პალეოზოური]] ასაკის [[კირქვები]]თა და [[ქვიშაქვები]]თ, რომლებიც გადაფარებულია ლიოსისებრი [[თიხნარები]]თ, უფრო იშვიათად [[ქვიშები]]თ.
 
მაღალი ვაკეების [[გეოლოგიური ისტორია]] დაიწყო 500 მილიონზე მეტი წლის წინ. [[კამბრიული სისტემა|კამბრიული]] და [[მესამეული პერიოდი]]ს განმავლობაში წყალმარჩხმა ზღვამ დაფარა [[ჩრდილოეთი ამერიკა|ჩრდილოეთი ამერიკის]] შიგა ნაწილი. დანალექების სქელი ფენა ზოგიერთ ადგილზე 3000 მ-ზე მეტი სისქით [[ოკეანის საგები|ოკეანის საგებზე]] დაილექა. [[პერმული პერიოდი]]ს განმავლობაში ზღვამ თითქმის სრულიად გადაფარა მაღალი ვაკეები, თუმცა, უკან დაიხია [[მეზოზოური ჯგუფი|მეზოზოურ ერაში]], კერძოდ, [[ტრიასული სისტემა|ტრიასულ პერიოდში]].
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მაღალი_ვაკეები“-დან