მაღალი ვაკეები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 27:
მაღალი ვაკეების [[გეოლოგიური ისტორია]] დაიწყო 500 მილიონზე მეტი წლის წინ. [[კამბრიული სისტემა|კამბრიული]] და [[მესამეული პერიოდი]]ს განმავლობაში წყალმარჩხმა ზღვამ დაფარა [[ჩრდილოეთი ამერიკა|ჩრდილოეთი ამერიკის]] შიგა ნაწილი. დანალექების სქელი ფენა ზოგიერთ ადგილზე 3000 მ-ზე მეტი სისქით [[ოკეანის საგები|ოკეანის საგებზე]] დაილექა. [[პერმული პერიოდი]]ს განმავლობაში ზღვამ თითქმის სრულიად გადაფარა მაღალი ვაკეები, თუმცა, უკან დაიხია [[მეზოზოური ჯგუფი|მეზოზოურ ერაში]], კერძოდ, [[ტრიასული სისტემა|ტრიასულ პერიოდში]].
 
ქვედა და შუა [[ტრიასული სისტემა|ტრიასული პერიოდის]] განმავლობაში მაღალი ვაკეები დაექვემდებარე [[ეროზია]]ს, რომელიც ქვედა [[იურული სისტემა|იურულ პერიოდშიც]] გაგრძელდა. იურული ასაკის ქანები კონტინენტური წარმოშობისაა და წყვეტილი ნაკადების ნალექთდაგროვებას წარმოადგენს. წყალმარჩხი ზღვა ტერიტორიას პერიოდულად ფარავდა ქვედა [[ცარცული სისტემა|ცარცულ პერიოდში]].
 
მაღალ ვაკეებზე სემიარიდული კლიმატია გაბატონებული. ატმოსფერული ნალექების წლიური რაოდენობა 250–510 მმ აღწევს. დაბალი სინოტივისა და მაღალი სიმაღლის გამო, ტერიტორია ექსტრემალური ტემპერატურით გამოირჩევა. დღე-ღამის ტემპერატურული დიაპაზონი ჩვეულებრივ ~16,5 °C-ია, ხოლო 24 საათიანი ტემპერატურული ცვლილება ~55,5°C აღწევს, რაზეც მეტყველებს ქალაქ ბრაუნინგში 1916 წლის 23 იანვრისა და 1916 წლის 24 იანვარს მომხდარი ამინდის მოვლენა, როდესაც ტემპერატურა 7°C-დან −49 °C-მდე დაეცა, რაც წარმოდგენს 24 საათის განმავლობაში დაფიქსირებული უდიდესი ტემპერატურული ცვლილების მსოფლიო რეკორდს. ნიშანდობლივია მდგრადი, ზოგჯერ ძლიერი დასავლეთის ქარი.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მაღალი_ვაკეები“-დან