მაღალი ვაკეები: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{subst:მუშავდება}} {{ინფოდაფა მთა | სახელი = მაღალი ვაკეები | სურათი = Johnson 1920 HighPlains.jpg | სურათის_წარწერა = | ქვეყანა = {{დროშა|აშშ}} | ტერიტორიული ერთეული = მონტანა<br>უაიომინგი<br>სამხრეთი დაკოტა...
(განსხვავება არ არის)

13:24, 14 ოქტომბერი 2021-ის ვერსია

ამ სტატიას ამჟამად აქტიურად არედაქტირებს Otogi.

გთხოვთ, ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს, სანამ ეს განცხადება არ გაქრება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, მოხდეს რედაქტირების კონფლიქტი.
ეს შეტყობინება სტატიაში მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში შეიძლება დარჩეს.


თარგის ჩასმის თარიღი: ოქტომბერი 14, 2021.


სტატიის აქტიური დამუშავების დაწყების თარიღიდან გავიდა 923 დღე.
გთხოვთ ამოიღოთ ეს გამაფრთხილებელი თარგი სტატიიდან და შეატყობინოთ მომხმარებელს „Otogi.“
{{subst:მუშავდება/შეტყობინება|Otogi.|მაღალი ვაკეები}}-~~~~


მომხმარებლის სახელის და თარიღის ავტომატურად მისათითებლად, გამოიყენეთ თარგი {{subst:მუშავდება}}


მაღალი ვაკეები (ინგლ. High Plains) — პლატო აშშ-ის ცენტრალურ ნაწილში. უკავია დიდი ვაკეების ვრცელი, მისი შუა ნაწილი. გადაჭიმულია სამხრეთის მიმართულებით, პაინ-რიჯის ესკარპიდან ედუარდზის პლატომდე. აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ პლატოს სიმაღლე იცვლება 550–2130 მ ფარგლებში. ჩაჭრილია მდინარეების პლატის, არკანზასისა და კანეიდიანის ხეობებით, რომელთა სიახლოვეს ღრმადაა დანაწევრებული ხევებისა და მდინარეების ქსელით.

მაღალი ვაკეები
კოორდინატები: 39° ჩ. გ. 102° დ. გ. / 39° ჩ. გ. 102° დ. გ. / 39; -102
ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
ტერიტორიული ერთეული მონტანა
უაიომინგი
სამხრეთი დაკოტაbr>ნებრასკა
კოლორადოს შტატი
კანზასი
ნიუ-მექსიკო
ოკლაჰომა
ტეხასი
სიმაღლე 550–2130 
მაღალი ვაკეები — აშშ
მაღალი ვაკეები

მდინარე კანეიდიანის სამხრეთით მდებარე ნაწილს სამხრეთი მაღალი ვაკეები ან ლანო-ესტაკადო ეწოდება. დამახასიათებელია ბრტყელი და დამრეცი გორაკბორცვიანი რელიეფი. სიახლოვეს მდებარე დიდი ვაკეებისაგან საფეხურებითაა გამოყოფილი. მაღალი ვაკეები აგებულია პალეოზოური ასაკის კირქვებითა და ქვიშაქვებით, რომლებიც გადაფარებულია ლიოსისებრი თიხნარებით, უფრო იშვიათად ქვიშებით.

მაღალი ვაკეების გეოლოგიური ისტორია დაიწყო 500 მილიონზე მეტი წლის წინ. კამბრიული და მესამეული პერიოდის განმავლობაში წყალმარჩხმა ზღვამ დაფარა ჩრდილოეთი ამერიკის შიგა ნაწილი. დანალექების სქელი ფენა ზოგიერთ ადგილზე 3000 მ-ზე მეტი სისქით ოკეანის საგებზე დაილექა. პერმული პერიდიოს განმავლობაში ზღვამ თითქმის სრულიად გადაფარა მაღალი ვაკეები, თუმცა, უკან დაიხია ტრიასულ პერიოდში.

ადრინდელი და შუა ტრიასული პერიოდის განმავლობაში მაღალი ვაკეები ექვემდებარებოდა ეროზიას, რომელიც ადრინდელ იურულ პერიოდშიც გაგრძელდა. იურული ასაკის ქანები კონტინენტური წარმოშობისაა და წყვეტილი ნაკადების ნალექთდაგროვებას წარმოადგენს. წყალმარჩხი ზღვა ტერიტორიას პერიოდულად ფარავდა ადრინდელ ცარცულ პერიოდში.

მაღალ ვაკეებზე სემიარიდული კლიმატია გაბატონებული. ატმოსფერული ნალექების წლიური რაოდენობა 250–510 მმ აღწევს. დაბალი სინოტივისა და მაღალი სიმაღლის გამო, ტერიტორია ექსტრემალური ტემპერატურით გამოირჩევა. დღე-ღამის ტემპერატურული დიაპაზონი ჩვეულებრივ ~16,5 °C-ია, ხოლო 24 საათიანი ტემპერატურული ცვლილება ~55,5°C აღწევს, რაზეც მეტყველებს ქალაქ ბრაუნინგში 1916 წლის 23 იანვრისა და 1916 წლის 24 იანვარს მომხდარი ამინდის მოვლენა, როდესაც ტემპერატურა 7°C-დან −49 °C-მდე დაეცა, რაც წარმოდგენს 24 საათის განმავლობაში დაფიქსირებული უდიდესი ტემპერატურული ცვლილების მსოფლიო რეკორდს. ნიშანდობლივია მდგრადი, ზოგჯერ ძლიერი დასავლეთის ქარი.

მაღალი ვაკეების ფარგლებშია მაღალი ვაკეების ანუ ოგალალის წყლიანი ჰორიზონტი, რომლის ფართობია 450 ათ. კმ². გაბატონებულია დაბალბალახეული პრერიები, ოპუნციები და ბუჩქნარი. კლდოვანი მთების სიახლოვესაა აბზინდის სტეპი. მოშენებულია მსხვილი რქოსანი საქონელი; მოჰყავთ ხორბალი, სიმინდი, მზესუმზირა.