ჯუმათის მონასტერი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 169:
დიმიტრი ბაქრაძის მიერ 1873 წელს აღწერილი მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზთა ხატები მათ არშიებში ჩასმული მედალიონებით ადგილზე აღარ დახვდათ იმავე ბაქრაძესა და ნიკოდიმე კონდაკოვს 1889 წელს. კონდაკოვის თანახმად ორივე ხატი წაღებულია მონასტრიდან 1880-იან წლებში. ისინი ან გატაცებულია, ან მთლიანად გადადნობილი, ხოლო მედალიონები კი რუსეთში გაყიდული.<ref>''Н. Кондаков''. Опись памятников древности в некоторых храмах и монастырях Грузии. ст. 102 — СПБ, 1890</ref>ხატები ჯუმათისა და შემოქმედის მონასტრებიდან გაიტანა საქართველოს ეგზარქოსთან დაახლოებულმა თბილისელმა სომეხმა ფოტოგრაფმა სტეფანე იურის ძე საბინ-გუსმა, რომელმაც 1881 წელს თხოვნით მიმართა საქართველო-იმერეთის სინოდალურ კანტორას, რათა დასავლეთ საქართველოს მონასტრებიდან რესტავრაციის მიზნით გაეტანა საეკლესიო სიძველეები. 1882 წლის 25 მაისს მონასტრის მღდელმა დიმიტრი ჭყონიამ სინოდალურ კანტორას აცნობა, რომ საბინ-გუსს გადასცა მოთხოვნილი სიძველეები. საბინ-გუსს ხატები უკან არ დაუბრუნებია, მან შემოქმედის მონასტერში დააბრუნა მხოლოდ ვერცხლის დაფაზე დაკრული ჯუმათიდან წაღებული მიქაელ მტავარანგელოზის ხატის ექვსი მედალიონი. მათზე გამოსახულნი იყვნენ: ღვთისმშობელი, წმინდა იოანე ნათლისმცემელი, წმინდა იოანე ღვთისმეტყველი, წმინდა პეტრე, წმინდა პავლე, წმინდა მარკოზი. ამჟამად ეს მედალიონები დაკარგულია. მინანქრის სხვა მედალიონები, ხატები და ხატებში ჩასმული ძვირფასი ქვები საბინ-გუსმა მოიპარა.
 
მონასტრის სიძველეები კონდაკოვმა აღმოაჩინა პეტერბურგელ და მოსკოველ კოლექციონერებთან, ზვენიგოროდსკისთან, ბოტკინთან, ბალაშევთან. წმინდა გიორგის მედალიონი მოხვდა ბობრინსკის კოლექციაში, ხოლო 1915 წლიდან ბარონ შტიგლიცის სასწავლებლის მუზეუმში. 1924 წლიდან ეს მედალიონი [[ერმიტაჟი|ერმიტაჟში]] ინახება. მაცხოვრისა და [[დიმიტრი თესალონიკელი|წმინდა დემეტრეს]] მედალიონები მ. ბოტკინის კოლექციაში ინახებოდა. 1923 წელს ბოტკინისთვის ჩამორთმეული ძვირფასეულობა სახელმწიფო საგანძურში ინახებოდა. მისით შალვა ამირანაშვილი დაინტერესდა, მაგრამ განძეულობის გატანაზე თანხმობა ვერ მიიღო. საბოლოოდ ამირანაშვილმა საქმეში უშუალოდ [[იოსებ სტალინი|სტალინი]] ჩართო და ბოტკინის კოლექციის საქართველოში წაღების უფლება მიიღო. ამჟამად ისინი [[საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი|საქართველოს ხელოვნების მუზეუმში]] ინახება. წმინდა თევდორეს მედალიონი პეტერბურგში რუსულ მუზეუმშია დაცული.
 
გაბრიელ მთავარანგელოზის ხატებიდან დაკარგული მედალიონები საბინ-გუსისგან რუსმა კოლექციონერმა ზვენიგოროდსკიმ 30 000 ოქროს მანეთად შეიძინა. რუსეთის იმპერატორის ბრძანებით კონდაკოვი საქართველოში იქნა მივლინებული, რათა მას აღერიცხა ქართული მონასტრებიდან დაკარგული განძი. ბაქრაძემ და კონდაკოვმა შეადგინეს დაწვრილებითი ანგარიში და მოხსენება, სადაც ითხოვდნენ მძარცველთა დასჯას და კოლექციონერთაგან ძვირფასეულობის მონასტრებში დაბრუნებას. საქმეს მსველობა არ მიეცა. კოლექციონერ ზვენიგორდსკის სურდა, [[ერმიტაჟი]]სთვის მიეყიდა ჯუმათის ძვირფასეულობა, მაგრამ ერმიტაჟის ხელმძღვანელობას იმედი ჰქონდა, რომ კოლექციონერი უფასოდ დათმობდა მათ და ფული არ გადაიხადა. ზვენიგოროდსკიმ სიძველეები კოლექციონერ ჯ. პირპონტ მორგანს მიჰყიდა. მორგანმა სიძველეები [[ნიუ-იორკი]]ს [[მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმი (ნიუ-იორკი)|მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმს]] დაუთმო. მუზეუმში კოლექციას ასეთი წარწერა აქვს: