ხოსროვიდუხტი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
გადმოცემის თანახმად, ხოსროვიდუხტს ღამით ღვთიური გამოცხადება დაესიზმრა<ref name=":4">Thomson, Agathangelo's History of the Armenians, p.219</ref>, რომელშიც სინათლით გარშემორტყმული კაცი მივიდა მასთან და უთხრა: „ხსნა არ არსებობს თქვენზე მოსული ტანჯვისათვის, თუ კაცს არ მიავლენ ქალაქ არტაშატში და პატიმარ გრიგოლს არ გაათავისუფლებ. მოვა იგი, ის გასწავლით თქვენი სნეულების მკურნალობას“<ref name=":4" />. ხოსროვიდუხტმა ეს სიზმარი ხუთჯერ ნახა<ref name=":5">Thomson, Agathangelo's History of the Armenians, p.221</ref>, რის შემდეგაც შეშინდა და გარშემომყოფებს მოუთხრო, თუმცა ამ სიტყვებზე მას დასცინეს<ref name=":5" />. მიუხედავად ამისა, ხოსროვიდუხტი დიდი შიშითა და ყოყმანით მივიდა მეფე-დედოფალთან და მოუყვა მათ თავისი ხილვების შესახებ<ref name=":5" />. ცნობილია, რომ ხოსროვიდუხტი მონაზვნის მსგავსი მოკრძალებული ხასიათისა იყო და არ უყვარდა დიდად საუბარი, თუმცა მაინც გაბედა<ref>Dodgeon, The Roman Eastern Frontier and the Persian Wars AD 226-363, p.271</ref>.
 
როდესაც ხოსროვიდუხტმა მეფე-დედოფალს თავისი ხილვების შესახებ მოუყვა, მათ მაშინვე გაუშვეს კაცი [[არტაშატის რაიონი|არტაშტში]] და ღრმა ორმოში ჩაგდებული გრიგოლ განმანათლებელი გაათავისუფლებინეს და უთხრეს: „მაშ შენც გაგიჟებულხარ. რაღაც დემონმა შეგიპყრო. ეს როგორ შეიძლება, ის ხომ თხუთმეტი წელია საშინელ ორმოშია ჩაგდებული, და შენ ამბობ, რომ ის ცოცხალია? ახლა მისი ძვლები მაინც თუ იქნება? ის იმ დღესვე მოკვდებოდა, როცა იქ ჩააგდეს, იქაური გველების დანახვაზე“<ref name=":5" />. 15-წლიანი პატიმრობის შემდეგ, სადაც ცუდად იკვებებოდა, [[გრიგოლ განმანათლებელი|გრიგოლი]] ყველას მკვდარი ეგონა, თუმცა ივარაუდება, რომ მას აშხენი და ხოსროვიდუხტი მფარველობდნენ<ref name=":6">[http://www.arak29.am/sharakan/templates/feasts/arm/2.php Biography on Saint] Gregory the Illuminator</ref>. არსებობს ვარაუდი, რომ დედოფალმა და მისმა მულმა ქრისტიანობა თრდატამდე ბევრად ადრე, რიფსიმანის მოღვაწეობისას მიიღეს და შემდეგ მეფისაგან შევიწროვებულ ქრისტიანებს ეხმარებოდნენ. სწორედ ასე გადაურჩა გრიგოლიც შიმშილით სიკვდილს<ref name=":10" />.
 
301 წელს, გრიგოლის თრდატთან ვიზიტის შემდეგ მეფე განიკურნა<ref>Thomson, Agathangelo’s History of the Armenians</ref>, რის შემდეგაც მან იწამა განკურნების სასწაულებრივობა და დაუყოვნებლივ გამოაცხადა [[ქრისტიანობა]] სომხეთის სახელმწიფო რელიგიად. ამრიგად, სომხეთი გახდა პირველი ქრისტიანული ქვეყანა, რომელმაც ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად მიიღო<ref name=":3" />. თრდატის ბრძანებით სომეხთა პირველ კათალიკოსად გრიგოლივე დაინიშნა, მეფის მონათვლით კი საბოლოოდ დასრულდა სომხეთში ქრისტიანთა შევიწროვებას. თრდატთან ერთად მთელი სამეფო ოჯახი, მათ შორის დედოფალი აშხენიც გრიგოლმა თავად მონათლა. ტიგრანმა თავისი მთელი დიდებულები და არმიაც მონათლა, ეს ცერემონია კი მდინარე [[ევფრატი|ევფრატში]] შედგა<ref name=":3" />.
 
301 წლის შემდეგ გარდაცვალებამდე, სავარაუდოდ 330-იან წლებამდე, აშხენმა, თრდატმა და ხოსროვიდუხტმა ცხოვრება ქრისტიანობის სამსახურს მიუძღვნეს<ref>[http://www.armcatholicchurch.com/saints/350AD.aspx name="Armenian Catholic Church:1" The Saints - King Drtad, Queen Ashkhen and Princess Khosrovitookht (c. 330 AD)] Archived 2012-03-15 at the Wayback Machine</ref>. სწორედ მათი მეოხებით აშენდა [[ეჩმიაძინის მონასტერი|ეჩმაძიანის საკათედრო ტაძარი]], [[გაიანეს ეკლესია|წმინდა გაიანეს ეკლესია]], [[რიფსიმეს ეკლესია|წმინდა რიფსიმესა]] და ასევე [[შოღაკათის ეკლესია|შოღაკათის ეკლესიები]]<ref name=":0">[http://www.stnersess.edu/classroom/badarak/templates/commentary/saintseng.php#head39 Biographies of Armenian Saints, St Drtad (250-330) Archived 2012-08-14 at the Wayback Machine]</ref>. ცნობილია, რომ წმინდა რიფსიმესა და წმინდა გაიანეს სახელობის ეკლესიათა ასაგები ხარჯების შესაგროვებლად აშხენმა და ხოსროვიდუხტმა თავიანთი სამკაულები შესწირეს<ref>Eghiayean, Heroes of Hayastan: a dramatic novel history of Armenia, p.201</ref>.
 
სიცოცხლის დამლევს აშხენი ხოსროვიდუხტთან ერთად ცხოვრობდა გარნისის ციხესიმაგრეში<ref name=":6" />. ამრიგად, აშხენი და ხოსროვიდუხტი განიხილებიან სომხური საზოგადოების გამოჩენილ ფიგურებად და ქრისტიანების ერთ-ერთ მთავარ მფარველებად. დედოფალი აშხენი, მეფე თრდატი და პრინცესა ხოსროვიდუხტი [[სომხური სამოციქულო ეკლესია|სომხური სამოციქულო ეკლესიის]] მიერ წმინდანებად არიან შერაცხულები, მათი მოხსენიების დღე კი არის წლის ყოველი ორმოცდამეათე შაბათი<ref name=":2" />. როგორც წესი, ეს დღესასწაული 30 ივნისს აღინიშნება. მათი გარდაცვალების ზუსტი თარიღი უცნობია.
 
== იხილეთ აგრეთვე ==