ხოსროვიდუხტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 26:
301 წელს, გრიგოლის თრდატთან ვიზიტის შემდეგ მეფე განიკურნა<ref>Thomson, Agathangelo’s History of the Armenians</ref>, რის შემდეგაც მან იწამა განკურნების სასწაულებრივობა და დაუყოვნებლივ გამოაცხადა [[ქრისტიანობა]] სომხეთის სახელმწიფო რელიგიად. ამრიგად, სომხეთი გახდა პირველი ქრისტიანული ქვეყანა, რომელმაც ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად მიიღო<ref name=":3" />. თრდატის ბრძანებით სომეხთა პირველ კათალიკოსად გრიგოლივე დაინიშნა, მეფის მონათვლით კი საბოლოოდ დასრულდა სომხეთში ქრისტიანთა შევიწროვებას. თრდატთან ერთად მთელი სამეფო ოჯახი, მათ შორის დედოფალი აშხენიც გრიგოლმა თავად მონათლა. ტიგრანმა თავისი მთელი დიდებულები და არმიაც მონათლა, ეს ცერემონია კი მდინარე [[ევფრატი|ევფრატში]] შედგა<ref name=":3" />.
 
301 წლის შემდეგ გარდაცვალებამდე, სავარაუდოდ 330-იან წლებამდე, აშხენმა, თრდატმა და ხოსროვიდუხტმა ცხოვრება ქრისტიანობის სამსახურს მიუძღვნეს<ref name=":1" />. სწორედ მათი მეოხებით აშენდა [[ეჩმიაძინის მონასტერი|ეჩმაძიანის საკათედრო ტაძარი]], [[გაიანეს ეკლესია|წმინდა გაიანეს ეკლესია]], [[რიფსიმეს ეკლესია|წმინდა რიფსიმესა]] და ასევე [[შოღაკათის ეკლესია|შოღაკათის ეკლესიები]]<ref name=">[http:2"//www.stnersess.edu/classroom/badarak/templates/commentary/saintseng.php#head39 Biographies of Armenian Saints, St Drtad (250-330) Archived 2012-08-14 at the Wayback Machine]</ref>. ცნობილია, რომ წმინდა რიფსიმესა და წმინდა გაიანეს სახელობის ეკლესიათა ასაგები ხარჯების შესაგროვებლად აშხენმა და ხოსროვიდუხტმა თავიანთი სამკაულები შესწირეს<ref>Eghiayean, Heroes of Hayastan: a dramatic novel history of Armenia, p.201</ref>.
 
სიცოცხლის დამლევს აშხენი ხოსროვიდუხტთან ერთად ცხოვრობდა გარნისის ციხესიმაგრეში<ref name=":6" />. ამრიგად, აშხენი და ხოსროვიდუხტი განიხილებიან სომხური საზოგადოების გამოჩენილ ფიგურებად და ქრისტიანების ერთ-ერთ მთავარ მფარველებად. დედოფალი აშხენი, მეფე თრდატი და პრინცესა ხოსროვიდუხტი [[სომხური სამოციქულო ეკლესია|სომხური სამოციქულო ეკლესიის]] მიერ წმინდანებად არიან შერაცხულები, მათი მოხსენიების დღე კი არის წლის ყოველი ორმოცდამეათე შაბათი<ref name=":2" />. როგორც წესი, ეს დღესასწაული 30 ივნისს აღინიშნება. მათი გარდაცვალების ზუსტი თარიღი უცნობია.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ხოსროვიდუხტი“-დან