ვარდანდუხტ მამიკონიანი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
=== დედოფლობა ===
ვარაზდატის მეფობას სომხეთში დიდი უკმაყოფილება მოჰყვა, ამიტომაც 378 წელს მისი რეგენტი, მუშეგ მამიკონიანი მოკლეს, მისი ადგილი კი ვარდანდუხტის მამამ, სპასპეტმა მანუელმა დაიკავა<ref>Adalian, Historical Dictionary of Armenia, p.177</ref>, რომელმაც მალევე დაამხო და უკან, რომის იმპერიაში გააძევა მეფე ვარაზდატი<ref>Adalian, Historical Dictionary of Armenia, p.177</ref>. მის ნაცვლად კი ტახტზე მეფეგანსვენებული მეფის, პაპის ძეები: [[არშაკ III სომეხი|არშაკ III]] და [[ვოლოგეზ III]] დასვა მათი დედის, დედოფალ [[ზარმანდუხტი|ზარმანდუხტის]] მინიმალური რეგენტობით<ref>Hovannisian, The Armenian People From Ancient to Modern Times, Volume I: The Dynastic Periods: From Antiquity to the Fourteenth Century, p.92</ref>, თავად კი ქვეყნის ფაქტობრივი მმართველი და მცირეწლოვანი მეფეების აღმზრდელი გახდა.
 
ქვეყანაში მშვიდობის დასასადგურებლად მანუელმა ვარდანდუხტი არშაკ III-ზე დააქორწინა, რითაც იგი სომხეთის დედოფალი გახდა. რაც შეეხება ვოლოგეზს, კიმას ცოლად [[ბაგრატუნები|ბაგრატუნთა დინასტიის]] წარმომადგენელი ქალი შერთეს<ref>Kurkjian, A History of Armenia, p.107</ref>.
 
ქორწინებისა და თავისი საგვარეულოს წყალობით, ვარდანდუხტი სამეფოს უძლიერესი ქალი გახდა. მას დიდი გავლენა ჰქონდა როგორც ქმარზე (თუმცა მათი ურთიერთობის დეტალები უცნობია), ისე მამასა და ზოგადად, სომხურ საზოგადოებაზე, თუმცა დედოფალ ვარდანდუხტს შვილები არ ჰყოლია.
 
მამიკონიანთა და არშაკიანთა ერთობლივ მმართველობას სომხეთში მშვიდობის დამყარება მოჰყვა<ref>Topchyan, The Problem of the Greek Sources of Movses Xorenac’i’s History of Armenia, p.42</ref>. ცნობილია, რომ თავად მათ შორისაც ერთობ თბილი ურთიერთობა იყო, რამეთუ მანუელი დედოფალ ზარმანდუხტს, ხოლო რაც შეეხება მის ძეებს, არშაკსა და ვოლოგეზს, იგი საკუთარი ვაჟებივით ზრდიდა <ref>Topchyan, The Problem of the Greek Sources of Movses Xorenac’i’s History of Armenia, p.42</ref>.