ჩარლზ I: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
იარლიყი: გაუქმებულია
212.58.103.200-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Rezo1515-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
ხაზი 37:
 
მათი მოწინააღმდეგეები კი , რომლებსაც მეფის მომხრეები "მრგვალთავიანებს" უწოდებდნენ - ძირითადად წვრილი მემამულეები - პარლამენტის უფლებების გაძლიერებას, ახალი ეკონომიკური და სამართლებრივი ურთიერთობების დამყარებას უჭერდნენ მხარს. ამ დაჯგუფებას სათავეში ჩაუდგა [[ოლივერ კრომველი]]. დაპირისპირება მეფესა და პარლამენტის გარკვეული ნაწილის შორის უკიდურესად გამწვავდა. მეფე იძულებული გახდა , თავის მომხრეებთან ერთად დაეტოვებინა ლონდონი და იორკში დაბანაკებულიყო. კრომველმა [[1645]] წ. [[ნეიზბის ბრძოლა]]ში გაანადგურა მეფის მომხრეები. ჩარლზმა კიდევ სცადა ბრძოლა ტახტისა და ხელისუფლების დასაბრუნებლად , მაგრამ ის ტყვედ ჩავარდა. სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო ,,არაბუნებრივი , მკაცრი და სისხლისმღვრელი ომის დაწყებასა და გაგრძელებაში" და მეფეს სიკვიდილი მიუსაჯა. [[1649]] წელს ჩარლზ I-ს თავი მოჰკვეთეს და ინგლისი რესპუბლიკად გამოცხადდა.
რესპუბლიკის დამყარების შემდეგ თითქმის 10 წელი კრომველი ერთპიროვნულად განაგებდა ინგლისს. მან სასტიკად ჩაახშო ირლანდიისა და შოტლანდიის აჯანყებები, რამდენჯერმე გარეკა პარლამენტი, მოიგო ომი ნიდერლანდებთან და დააწესა ინგლისისათვის ძალზე მომგებიანო სავაჭრო პირობები. კრომველის გარდაცვალების შემდეგ ორი წლის განმავლობაში ინგლისის მმართველები სწრაფად იცვლებოდნენ. არასტაბილური მმართველობა საზიანო იყოყველა პოლიტიკური ძალისთვის.
 
== ლიტერატურა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჩარლზ_I“-დან