მარცვლოვანნი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎top: „{{ტაქსოდაფა *“ → „{{ტაქსოდაფა“ using AWB
No edit summary
ხაზი 15:
მარცვლოვანნი ჯვარედინმტვერია მცენარეებია. ზოგს თვითდამტვერვა ახასიათებს. ნაყოფი მარცვალა, იშვიათად კურკიანასებრი ან კენკრისებრი (ბამბუკისა). თესლი დიდი რაოდენობით შეიცავს ენდოსპერმს. მარცვლოვანთა უმეტესობას ღეროს ქვედა ნაწილში მუხლები ძლიერ მიახლოვებული აქვს და ე. წ. ბარტყობის მუხლს ქმნის, რომლის კვირტებიდანაც ამოიზრდება ხოლმე ახალი მიწისზედა ყლორტები. თავის მხრივ ესენიც ახალი ბარტყობის მუხლებს წარმოშობენ. აქედან გამოსული ყლორტები ან ამოხევენ ხალთას (ხალთის გარე ყლორტები), ან ხალთაშივე იზრდებიან (ხალთის შიგა ყლორტები). ყლორტების წარმოშობის მიხედვით მარცვლოვანნი იყოფიან გრძელფესურიან (ან ფესურიან), მეჩხერბუჩქოვან და მკვრივბუჩქოვან (მკვრივკორდოვან) მარცვლოვანებად.
 
მარცვლოვანნი [[ფარულთესლოვნები|ფარულთესლოვანთა]] ერთ-ერთი დიდი ოჯახია, განეკუთვნება[ადრე განეკუთვნებოდა [[კილებსაფრიანები]]ს რიგს (Glumiflorae)]. შეიცავს 620-ზე მეტი გვარის 10000-მდე სახეობას, რომელიც გავრცელებულია მთელ მსოფლიოში არქტიკიდან ანტარქტიკამდე.
 
მარცვლოვანთ ხშირად ყოფენ 2 ან რამდენიმე (12-მდე) ქვეოჯახად. 25 (60-მდე) ტრიბად. [[საქართველო]]ში მარცვლოვანთა 100-მდე გვარის 330 სახეობა გვხვდება. მარცვლოვანნი თითქმის ყველგან არიან გავრცელებული, სადაც კი მცენარეული საფარია. ხშირად დიდ ტერიტორიებს იკავებენ. განსაკუთრებით დიდი როლი მიეკუთვნებათ მდელოს, ველის (ტეპის), პრერიის, პამპისა და სავანის ბალახნარში. მარცვლოვანნიეკონომიკის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ოჯახია. მათ განეკუთვნება ისეთი კულტურული პურეული მცენარეები, როგორიცაა [[ხორბალი]], [[ბრინჯი]], [[სიმინდი]], [[შვრია]], [[ჭვავი]], [[ქერი]], [[ქვრიმა]], [[ღომი]], [[სორგო]], აგრეთვე [[შაქრის ლერწამი]] და სხვა. ველური და კულტივირებული მარცვლოვანნი სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა ერთ-ერთი ძირითადი საკვებია.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მარცვლოვანნი“-დან