49 173
რედაქტირება
მ (დაემატა კატეგორია:საბჭოთა კავშირის რეპრესიების მსხვერპლნი საქართველოში გაჯეტ HotCat-ით) |
მNo edit summary |
||
1932–33 წლებში, ნუცა ღოღბერიძემ გადაიღო მხატვრული ფილმი „[[უჟმური]]“, რომლის სცენარმაც [[ცეკა]]ს 1933 წლის დადგენილების საფუძველზე, ინტენსიური გადაკეთება-გადმოკეთება განიცადა (სცენარზე მუშაობაში ჩართულნი იყვნენ [[სერგეი ეიზენშტეინი|ეიზენშტეინი]], დოვჟენკო და შკლოვსკი). საქმე ის არის, რომ 1932 წლის 23 აპრილს, საკავშირო კომუნისტური პარტიის ([[ბოლშევიკები]]ს) ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიურომ, მიიღო დადგენილება „ლიტერატურული სამხატვრო ორგანიზაციების გარდაქმნის შესახებ“. დადგენილებამ დიდი დაბნეულობა გამოიწვია ხელოვანთა წრეებში. მხოლოდ 1934 წელს მოხერხდა მწერალთა პირველი საკავშირო ყრილობის მოწყობა, სადაც „[[სოციალისტური რეალიზმი]]“ ოფიციალურ დოქტრინად იქნა გამოცხადებული (ტერმინი „სოციალისტური რეალიზმი“ პირველად ზემოთ ნახსენები 1932 წლის დადგენილების შესაბამისად, საბჭოთა კავშირის მწერალთა კავშირის შექმნის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე, [[ივან კრონსკი]]ს ეკუთვნის და პირველად 1932 წლის მაისში ჩნდება). მომხდარი [[სტალინი]]ს უშუალო დაკვეთა იყო, რომელსაც ხელისუფლების კონსოლიდაციის ამ ეტაპზე აღარ სჭირდებოდა პრიმიტიული [[აგიტპროპი]] და უფრო მაღალმხატვრულ და „იდეოლოგიურად სწორ“ ხელოვნებას მოითხოვდა. 1933 წლის 7 ივნისს, პარტიის ცეკამ დაადგინა, რომ არცერთი თემა ცკ-ს წინასწარ სანქციის გარეშე არ უნდა ყოფილიყო მუშაობაში ჩაშვებული და არცერთი სურათი გაშვებული ამ დადგენილებით შექმნილი კომისიის გარეშე. 1933 წლის ბოლოს, 21 ოქტომბერს შესდგა ნუცა ღოღობერიძის მხატვრული ფილმის „უჟმურის“ განხილვა, რომლის სხდომაზეც ითქვა, რომ:
{{ციტატა|
აგიტპროპის სიტყვიერი გმობის მიუხედავად, კომისია, რომლის თავმჯდომარეც ჩეკისტი მერკულოვი იყო, ფაქტობრივად კვლავაც სააგიტაციო ფილმს ითხოვდა. ამაზე თავად ნუცა ღოღობერიძემაც გაამახვილა ყურადღება თავის სიტყვაში:
{{ციტატა|
„[[უჟმური]]“ 1934 წლის ბოლოს გამოვიდა ეკრანებზე, რომელიც პირველი ქართული და ამავე დროს პირველი საბჭოთა მხატვრული ფილმი გახდა, გადაღებული რეჟისორი ქალის მიერ.
დაპატიმრებულმა ლევანმა ციხიდან მისწერა ნუცას, დაეწერა, რომ დაშორებული იყო მასთან და დაჭერას გადარჩებოდა, მაგრამ ნუცამ ასეთი საქციელი სულმდაბლობად მიიჩნია. ნუცა ღოღობერიძე, 1937 წლის მიწურულს დააპატიმრეს და 10 წლით გადაასახლეს [[საკონცენტრაციო ბანაკი|საკონცენტრაციო ბანაკში]] „პოტმა“-ში, შემდეგ ვორკუტის ქალთა საკონცენტრაციო ბანაკში, სადაც თავშეყრილი იყო ათასობით ქალი, სახელწოდებით „[[ჩესეირი]]“ (''член cемьи изменника рoдины''), რომლებიც უბრალოდ მილიონობით „ხალხის მტრებად“ წოდებულთა ცოლები იყვნენ და სასამართლოს განაჩენის გარეშე ექვემდებარებოდნენ დაპატიმრებას. საბჭოთა საკონცეტნრაციო ბანაკში ცხოვრების გამოცდილება ასახავს მოგვიანებით დაწერილი მისი სიტყვები:
{{ციტატა|
{{ციტატა|
{{ციტატა|
საკონცენტრაციო ბანაკიდან 10 წლის შემდეგ საქართველოში დაბრუნებულ ნუცას, აღარ უცდია კინოში მუშაობის გაგრძელება. დაიწყო [[არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი|ენათმეცნიერების ინსტიტუტში]] ლექსიკოლოგიის განყოფილებაში მუშაობა და რამდენიმე წელიწადში სამ აკადემიკოსთან ერთად, [[არნოლდ ჩიქობავა]]ს ინიციტივით, განმარტებითი ლექსიკონის რვატომეულის ერთ-ერთი შემდგენელი გახდა.
|